როგორი იქნება თბილისი 3-4 წელიწადში და რა იგეგმება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე? | Allnews.Ge

როგორი იქნება თბილისი 3-4 წელიწადში და რა იგეგმება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე?

მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ურ­ბა­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრმა (URC)“ უახ­ლე­სი კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბი წა­რად­გი­ნა. რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ძი­რი­თა­დი საკ­ვლე­ვი არე­ა­ლი, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს იმ მო­ნაკ­ვეთს მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც თა­მარ მე­ფის ხი­დი­დან რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­სა და ყო­ფი­ლი სა­ქა­ნე­ლას ქუ­ჩის მი­და­მო­ებ­შია მოქ­ცე­უ­ლი.

eeee-1702386468-1702442799.png

არე­ა­ლი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის დამ­ცავ ზო­ნებ­ში ჰყვე­ბა და ის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლად, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ხა­სი­ა­თი­სა და სატ­რან­სპორ­ტო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მხრივ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში დე­ტა­ლუ­რად იქნა შეს­წავ­ლი­ლი 16 პრობ­ლე­მუ­რი პრო­ექ­ტი. პრო­ექ­ტე­ბის ნა­წი­ლი ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი, ნა­წი­ლი კი არა, თუმ­ცა მათი რე­ა­ლი­ზე­ბის საფრ­თხე მა­ღა­ლია.

hhh-1702386489-1702442815.png

პრო­ექ­ტებს შო­რის არის: მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი სა­ცუ­რაო აუზ „ლა­გუ­ნა ვე­რეს“ მიმ­დე­ბა­რედ, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი სა­ქა­ნე­ლას ქუ­ჩის არე­ალ­ში, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი ყო­ფი­ლი რეს­ტო­რან არაგ­ვის არე­ალ­ში და ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­სა და მის ძირ­ში, სა­ნა­პი­როს გას­წვრივ მო­აზ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი.

myquiz