როგორ გამოიყურება „შუა ქალაქის“ მსახიობი დღეს ? - ნახეთ, კიდევ რომელ ფილმებში მიიღო მან მონაწილეობა
„შუა ქალაქში“ ქართული სიტკომის ჟანრის სერიალია, რომელიც წლების შემდეგაც ყველა თაობის საყვარელ სერიალად რჩება. პირველი სეზონის პრემიერა 2007 წელს შედგა და 16 სეზონის შემდეგ 2013 წელს დასრულდა.
სერიალის დასრულდებიდან წლების შემდეგაც კი არ კარგავს პოპულარობას და ყველას კარგად ახსოვს სახასიათო პერსონაჟები და მათი ფრაზები. დღეს სერიალის ერთ-ერთ პერსონაჟზე გიამბობთ, რომელიც წლების შემდეგ საკმაოდ შეცვლილია.
ალბათ გახსოვთ „შუა ქალაქის" ერთ-ერთი პერსონაჟი, თორნიკე კალანდაძე, რომელიც თავის ხატვის მასწავლებელს, დათო ალექსიძეს, ბევრს თავსატეხს უწყობდა და უხერხულ სიტუაციას ხშირად უქმნიდა.
თორნიკე კალანდაძის როლს სერიალში ზუკა ძამუნაშვილი ასრულებდა. ასე გამოიყურება ის დღეს.
ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაციით, მიხედვით, მსახიობმა "შუა ქალაქის" შემდეგ 2011 წელს გამოსულ ფილმში "ანოს და ვანოს თავგადასავალი" ითამაშა, სადაც მთავარი გმირის, ვანოს როლს ასრულებდა.
ამასთან, წლების წინ ზუკასთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა. ინტერვიუდან ვიგებთ, რომ ზუკას დედა, ქეთი ასათიანი წლების წინ ფილმ "გარიგებაში" მონაწილოებდა.
ინტერვიუში ზუკა ყვება, რომ კიდევ ერთ ფილმში მიიღო მონაწილოება.
"თავდაპირველად გადაღებების დროს ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ ამას შევეჩვიე და ქუჩაში ყველა რომ მცნობდა, მიხაროდა. მალე გამოვა ფილმი - "ყველაფერი ადამიანებზე", რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით რეჟისორმა გიორგი აბაშიშვილმა გადაიღო. ამ ფილმში სოფლელი ბიჭის, უჩას როლს ვასრულებ.
მისი მშობლები გაყრილები არიან და ის დედასთან ერთად ცხოვრობს. ჰყავთ მეზობელი - 100 წლის ბაბუ, რომელსაც უჩა ყველაფერში ეხმარება. სხვათა შორის, "გარიგება 2"-ში ერთ-ერთ ეპიზოდურ როლსაც ვთამაშობ."- განაცხადა მან ინტერვიუში.