იცით, რატომ გადადის ეროვნება ებრაელებში დედის მხრიდან? | Allnews.Ge

იცით, რატომ გადადის ეროვნება ებრაელებში დედის მხრიდან?

ებრაელები - უნიკალური ხალხია, და ის რომ სხვა ერებისგან განსხვავებით, მათ ეროვნება არა მამის, არამედ დედის ხაზით გადაეცემათ, სწორედ ამაზეც მეტყველებს. თუ რა მიზეზით ხდება ასე, ზუსტი პასუხი არავის აქვს, თუმცა ამ უცნაურ თავისებურებას ახსნის რამდენიმე ვერსია აქვს, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.

რას ამბობს თორა

თორა პირდაპირ კრძალავს შერეულ ქორწინებას, ანუ არაებრაელი ქალის ცოლად მოყვანას. ახსნა ასეთია - არაებრაელი ქალი ჭეშმარიტი ებრაული ფასეულობების მატარებელ ბავშვს ვერ გაზრდის. აქედან ვერსია, რომ თუ დედა არ არის ებრაელი, შვილიც ვერ იქნება, რადგან მისი პიროვნებად ჩამოყალიბება წლების მანძილზე დედის მეთვალყურეობით ხდება.

2019061522115886669-1702026777.jpg

იმისათვის, რომ იუდაიზმი სუფთა სახით შეენარჩუნებინათ, აკრძალული იყო ებრაელად ეცნოთ დედით სხვა აღმსარებლობის ადამიანი. უფრო მეტიც, უცხო ტომელთან ქორწინება საუკუნეების მანძილზე ღმერთის წინაშე დანაშაულად ითვლებოდა.

გამოსავალი იყო ერთი — უცხო ტომის ქალს უნდა აეღო რელიგიური პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც თავადაც და მისი შთამომავლობაც ებრაელებად ითვლებოდნენ.

ალტერნატიული ვერსია

ალტერნატიულ ვერსიად ქალების მიმართ ძველი ებრაელი მამაკაცების უნდობლობა სახელდებოდა, ვინაიდან ბავშვის მამობაზე 100 % გარანტია (თუნდაც, ქორწინებაში დაბადებულს) არცერთ მამაკაცს არ ჰქონდა. მცირედი რისკი იმისა, რომ შეიძლებოდა ბავშვის მამა სხვა კაცი ყოფილიყო ყოველთვის არსებობდა. მამის "საეჭვო" ვინაობისგან განსხვავებით, დედა ყოველთვის "ცნობილი" იყო. ამიტომ, მამის ეროვნების მიუხედავად, მხოლოდ ებრაელი ქალისგან შობილი ბავშვი, ითვლებოდა ებრაელად.

portrait-traditional-jewish-family-home-with-focus-mother-reading-book-236854-44122-1702026809.avif

წყარო

myquiz