გმირი გოგონას ამბავი, რომელმაც სამაშველო რგოლი სხვას დაუთმო- ვინ იყო ანეტა ანდრონიკაშვილი | Allnews.Ge

გმირი გოგონას ამბავი, რომელმაც სამაშველო რგოლი სხვას დაუთმო- ვინ იყო ანეტა ანდრონიკაშვილი

1916 წელს ქარ­თულ გა­ზეთ­ში, "სა­ხალ­ხო ფურ­ცე­ლი" ცნო­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა: "დღეს, 27 მარტს, ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­დახ­დი­ლი იქ­ნე­ბა პა­ნაშ­ვი­დი გემ "პორ­ტუ­გალ­ზე" და­ღუ­პულ ანე­ტა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად, რა­საც გუ­ლი­თა­დი მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბი­ან ნა­თე­სა­ვე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი, ბე­ბია, დედა, ძმე­ბი გან­სვე­ნე­ბუ­ლი­სა“.

ანა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი მო­წყა­ლე­ბის და იყო, რო­მე­ლიც მცუ­რავ ჰოს­პი­ტალ "პორ­ტუ­გალ­ზე" და­ი­ღუ­პა. ის გერ­მა­ნულ­მა წყალ­ქვე­შა ნავ­მა 1916 წლის 30 მარტს ქა­ლაქ რი­ზეს­თან ჩა­ძი­რა. ანა (ანე­ტა) ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი მაშ­ვე­ლი რგო­ლი სხვას და­უთ­მო.ანე­ტა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი 1891 წელს, სო­ლო­მონ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი­სა და ნა­დეჟ­და ერის­თა­ვის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მო­წყა­ლე­ბის დე­ბის კურ­სებ­ზე შე­ვი­და და წმინ­და ნი­ნოს ლა­ზა­რეთ­ში და­ი­წყო სამ­სა­ხუ­რი. ომში თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წა­ვი­და და მო­წყა­ლე­ბის დად მცუ­რავ ჰოს­პი­ტალ "პორ­ტუ­გალ­ზე" მსა­ხუ­რობ­და.

aneta6-73520-1702021748.jpg

ქა­ლაქ რი­ზეს­თან, შავი ზღვის თურ­ქე­თის სა­ნა­პი­როს­თან, ხო­მალ­დი შე­ჩერ­და, რად­გან შე­ნიშ­ნეს, რომ პა­ტა­რა ნავი იძი­რე­ბო­და და მას­ზე მყო­ფებს ნა­ვის შე­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ. იმ დრო­ი­სათ­ვის მცუ­რავ ჰოს­პი­ტალ "პორ­ტუ­გალ­ზე", რო­მელ­საც სა­ნა­პი­რო­დან დაჭ­რი­ლე­ბი აჰ­ყავ­და ხოლ­მე, დაჭ­რი­ლე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ იყ­ვნენ ექი­მე­ბი, მედ­დე­ბი და გე­მის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი.

ჰოს­პი­ტალ­ზე შე­ნიშ­ნეს, რომ წყალ­ქვე­შა ნა­ვი­დან სათ­ვალ­თვა­ლო ოპ­ტი­კუ­რი ხელ­სა­წყო - პე­რის­კო­პი მი­უ­ახ­ლოვ­დათ, თუმ­ცა, წე­სით, სა­ხი­ფა­თო არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან "პორ­ტუ­გა­ლი“ მცუ­რა­ვი ჰოს­პი­ტა­ლი იყო და მას ჰა­ა­გის კონ­ვენ­ცია იცავ­და. ამი­ტომ, ეკი­პაჟ­მა არა­ნა­ი­რი თავ­დაც­ვი­თი ზომა არ მი­ი­ღო. მალე მოვ­ლე­ნე­ბი დრა­მა­ტუ­ლად გან­ვი­თარ­და. იხილეთ სრულად

myquiz