შოკისმომგვრელი სამედიცინო პროცედურები, რომლებსაც შუა საუკუნეებში ატარებდნენ | Allnews.Ge

შოკისმომგვრელი სამედიცინო პროცედურები, რომლებსაც შუა საუკუნეებში ატარებდნენ

შუა საუკუნეები კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, თუმცა ბნელი პერიოდია. დღესდღეობით გაოცებას იწვევს ის ჩვებები და რიტუალები, რაც იმ დროისთვის ნორმას წარმოადგენდა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საშინელ სამედიცინო პროცედურებს, რომლებსაც შუა საუკუნეებში მიმართავდნენ.

თვალის ქირურგია ნემსის დახმარებით

middle-ages-2-1701678705.jpg

შუა საუკუნეებში კატარაქტის ოპერაციას მსხვილი ნემსით ატარებდნენ. “ოპერაციის დროს“ რქოვანას ნემსით ჩხვლეტდნენ. მედიცინა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ისლამურმა სამედიცინო პროცედურებმა ევროპული ჩაანაცვლა.

ბუასილის მკურნალობა გავარვარებული რკინით

middle-ages-1-1701678555.jpg

ოდესღაც ითვლებოდა, რომ თუკი ადამიანი არ ლოცულობდა წმინდა ფიაკრასთვის ( ბუასილისგან დამცავი ღმერთი) მაშინ ის აუცილებლად დაიტანჯებოდა ბუასილით.

იმ პერიდში პაციენტებს აგზავნიდნენ ბერებთან, რომლებიც ანუსს გავარვარებული რკინით უწვავდნენ. ასევე ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი იყო წმინდა ფიაკრას ქვაზე ჯდომა. წლბის შემდეგ მკურნალობა გაამარტივეს. სამკურნალოდ უბრალოდ საუნაში უშვებდნენ დაავადებულებს.

სასიკვდილო ქირურგია

middle-ages-3-1701678618.jpg

იმისდა მიუხედავად, რომ შუა საუკუნეებში უკვე ჰქონდათ გარკვეული სახის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, სადეზინფეცქციო საშუალებები და ა. შ. ისინი ხარისხით დღევანდელს რა თქმა უნდა ვერ შეედრებოდა. ამიტომ, საოპერაციო მაგიდაზე პაციენტები ხშირად ჭრილობაში მოხვედრილი ინფექციის შედეგად იღუპებოდნენ.

შხამიანი ანესთეტიკები

middle-ages-4-1701678633.jpg

ანესთეზიას დაახლოებით 150 წელია რაც აკეთებენ, შუა საუკუნეებში კი ისინი რა თქმა უნდა ძლიერ განსხვავდებოდნენ. ხშირად გამოიყენებდნენ მცენარეების ნახარშს, რომელსაც ღვინოში ურევდნენ. ყველაზე გავრცელებული მცენარე კი ბელადონა იყო, ინგრედიენტებში კი ოპიუმი ლიდერობდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz