"მეფე ლომი" იაპონური ანიმეს პლაგიატია? - ფოტოები, რომლებიც ამტკიცებს, რომ Disney-მ ცნობილი ანიმაციური ფილმი "მოიპარა" | Allnews.Ge

"მეფე ლომი" იაპონური ანიმეს პლაგიატია? - ფოტოები, რომლებიც ამტკიცებს, რომ Disney-მ ცნობილი ანიმაციური ფილმი "მოიპარა"

„მეფე ლომი“ (The Lion King) — Walt Disney Feature Animation-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ანიმაციაა. ანიმაციური ფილმი 1994 წელს გამოვიდა, თუმცა 3 ათეული წლის შემდეგაც ისეთივე პოპულარულია როგორც გამოსვლის დროს.

სიმბას თავგადასავალი, მუფასას ტრაგიკული სიკვდილი, ტიმონი, პუმბა, საოცარი პეიზაჟები, მელოდია და სიმღერები - ამ ყველაფრით „მეფე ლომმა“ თითოეული ჩვენგანის გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

film-3008-the-lion-king-hi-res-29a3720e-1701513374.jpg

ანიმაციური ფილმის მოგებამ 1.6 მილიარდს გადააჭარბა.

არნახული პოპულარობის მიუხედავად „მეფე ლომი“ გამოსვლის დღიდან მუდმივი კრიტიკის საგანია და ეს სტატია დისნეის პოპულარული მულტფილმის თაყვანისმცემლებს გულს გაუტეხს.

საკმაოდ ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ 1994 წელს გამოსული "მეფე ლომი" სინამდვილეში არის ოსამუ ტეჯუკას იაპონური ანიმეს "კიმბა, თეთრი ლომი" ან "ჯუნგლების იმპერატორი" პლაგიატი, რომელიც ჯერ კიდევ 1965 წელს გამოვიდა.

რა თქმა უნდა, "მეფე ლომის" შემქმნელები ბრალდებებს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ არ იცოდნენ „კიმბას“ შესახებ, როდესაც ანიმაციური ფილმი შექმნეს.

იხილეთ ფოტოები, სადაც აშკარა მსგავსება ჩანს

2023113011091285085-1701502423.jpg

2023113011120385085-1701513754.jpg

2023113011101485085-1701502433.jpg

1960 გამოსული კიმბა იაპონელ ოსამუ ტეზუკას ეკუთვნის. 1965 წელს, კიმბა იაპონიაში ტელეარხმა NBC-მ გაუშვა, რომელიც ტეზუკასთან თანამშრომლობდა. ამავე ტელეკომპანიამ 1963 წელს ასტრო ბიჭის ამერიკაში გაშვების ნებართვა იყიდა.

2023113011110385085-1701502443.jpg

2023113011111685085-1701502452.jpg

2023113011121285085-1701502461.jpg

მეფე ლომისა და თეთრი ლომი კიმბას სიუჟეტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ისინი ძალიან ბევრ ელემენტს იზიარებენ.

ორივე აფრიკელი ლომის ბოკვერზეა, რომელთა მამებსაც მალევე კლავენ. თუმცა კიმბას რამდენიმე ადამიანი პერსონაჟი ჰყავს და აქცენტს უფრო ცივილიზაციის და ბუნების კონფლიქტზე აკეთებს.

2023113011122285085-1701502469.jpg

1564059743-5d39bec97ef21-1701513727.jpg

ვიდეო, სადაც ანიმაციურ ფილმებს შორის აშკარა მსგავსება ჩანს

თქვენ როგორ ფიქრობთ?

myquiz