იცით, სად მიდის აეროპორტში დაკარგული ბარგი? - მილიონერი ჰიუგო ოუენსის ისტორია, რომელიც სხვისი ბარგით გამდიდრდა | Allnews.Ge

იცით, სად მიდის აეროპორტში დაკარგული ბარგი? - მილიონერი ჰიუგო ოუენსის ისტორია, რომელიც სხვისი ბარგით გამდიდრდა

როდესაც სამოგზაუროდ მივდივართ, ყოველთვის თან მიგვაქვს ჩანთა, ზურგჩანთა და ჩემოდანი. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად დაახლოებით 4, 3 მლრდ ცალი ბარგი გადაადგილდება მთელ მსოფლიოში მხოლოდ თვითმფრინავით. მათგან დაახლოებით 25 მლნ იკარგება. ზოგჯერ ნივთებს იპარავენ მტვირთავები, მაგრამ უფრო ხშირად უბრალოდ იკარგება. ჩემოდანს შეიძლება მოძვრეს აბრა და ავიაკომპანიამ უბრალოდ არ იცის, ვის მიაწოდოს ბარგი.

ავიაკომპანია დაკარგული ბარგის მფლობელის პოვნას ცდილობს, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა. აშშ–ში ჩემოდნები და ჩანთები, რომელთა დაბრუნება ვერ მოხერხდა, იგზავნება კომპანიაში Unclaimed Baggage. ეს კომპანია დაკარგული ნივთების ერთადერთი ოფიციალური გამყიდველია ამერიკაში.

2023120108121285085-1701423365.jpg

კომპანია უკვე ნახევარი საუკუნეა არსებობს. 70–იანი წლების დასაწყისში დაარსა ჰიუგო ოუენსმა, რომელმაც სიმამრისგან ნასესხები 300 დოლარით ვაშინგტონში ერთ–ერთი ავტობუსის კომპანიისგან მოუკითხავი ბარგი შეიძინა. ბარგში ნაპოვნი ნივთები 24 საათზე ნაკლებ დროში დიდი მოგებით გაიყიდა.

2023120108130185085-1701423383.jpg

თავიდან ოუენსი მარტო მუშაობდა, მაგრამ 70–იანი წლების ბოლოს კომპანიის პერსონალი 7 კაცამდე გაიზარდა. Unclaimed Bagage-მა 3 მსხვილ ავიაკომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმა და ყოველთვიურად კომპანიაში 3000 ჩემოდანი ხვდებოდა. ბიზნესმა კარგი მოგება მიიღო და ოუენსი მილიონერი გახდა. იხილეთ სრულად

myquiz