ფეხსამცელი შიშველი ფეხის იმიტაციით შოკისმომგვრელ ფასად - რა ღირს Louis Vuitton-ის ახალი ფეხსაცმელი? | Allnews.Ge

ფეხსამცელი შიშველი ფეხის იმიტაციით შოკისმომგვრელ ფასად - რა ღირს Louis Vuitton-ის ახალი ფეხსაცმელი?

მოდის სახლები საზოგადოების გაოცებას განაგრძობენ. უკვე წლებია რაც "ბალენსიაგას" ახალ კოლექციაში ჩაკეცილ ფეხსაცმელს, კროქსებს, დახეულ სვიტრებსა და უკვე პირსახოცის ფორმის კაბებსაც შეხვდებით.

დღეს კი ყურადღებას Louis Vuitton-ის ერთ-ერთ უახლეს ფეხსაცმელზე გავამახვილებთ.

ფრანგული მოდის სახლმა ახალი ჩექმები წარადგინა, რომლებიც ხბოს ტყავისგანაა შეკერილი და ხელითაა მოხატული.

louis-vuitton-illusion-high-optique-boots-bottes-bottine-chaussettes-stilletos-prix-03-1701422540.jpg

original-1277-1701136606-2-1701422559.png

Illusion High Boot- ასე ჰქვია ახალ ფეხსაცმელებს, რომლებიც შიშველი ფეხის და დაბალყელიანი ფეხსაცმლის ოპტიკურ ილუზიას ქმნის.

ფეხსაცმელი 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე წარადგინეს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჩექმების ეს მოდელი ორ სხვადასხვა კანის ფერშია წარმოდგენილი. ასევე ხელმისაწვდომია ამ მოდელის შედარებით დაბალყელიანი ვარიანტიც.

მისი ყიდვა ნოემბრიდანაა შესაძლებელი. რაც შეეხება მის ფასს, Louis Vuitton-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ფეხსაცმელი 2 470 დოლარი ღირს.

illusion-boots-1701422576.webp

myquiz