იცოდით, რომ “შრეკი” რეალური პიროვნება იყო? - ვინ იყო გოლიათი, რომელიც მოგვიანებით ანიმაციის პროტოტიპი გახდა | Allnews.Ge

იცოდით, რომ “შრეკი” რეალური პიროვნება იყო? - ვინ იყო გოლიათი, რომელიც მოგვიანებით ანიმაციის პროტოტიპი გახდა

ანიმაციური ფილმი „შრეკი“ DreamWorks-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ის დაფუძნებულია უილიამ სტეიგის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნზე, რომელიც ავტორმა 1990 წელს გამოსცა. პირველი ანიმაციური ფილმი 2001 წელს გამოვიდა და საერთო ჯამში, მისმა მოგებამ 500 მილიონ დოლარს მიაღწია.

პოპულარობიდან გამომდინარე მალევე გამოვიდა მისი გაგრძელბები: „შრეკი 2“ 2004 წელს, „შრეკი 3“ 2007 წელს და „შრეკი 4“ 2010 წელს.

shrek-movies-in-order-2-1680652367600-1701157841.jpg

შრეკის, პრინცესა ფიონასა და მათი მეგობარი ვირის გულშემატკივრებს ალბათ არც წარმოუდგენიათ, რომ უწყინარ ანიმაციას რეალური პროტოტიპი ჰყავს, რომელიც კინოსტუდია DreamWorks არც კი უხსენებია.

როგორც ირკვევა, მწვანე ჭაობის გიგანტის პროტოტიპი რეალური პიროვნება იყო. მოჭიდავე მორის ტილეს (Maurice Tillet) ფოტოს ერთი შეხედვაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ სწორედ მან შთააგონა მხატვრები გმირის იმიჯზე მუშაობისას.

საინტერესოა ვნახოთ თუ ვინ იყო რეალურად მორის ტილე და ცხოვრების რა გზა გაიარა იქამდე, სანამ მის ანიმაციურ ეკრანიზაციას მთელი მსოფლიო იხილავდა.

ბავშვობა

მორის ტილე რუსეთში, ჩელიაბინსკის მახლობლად ფრანგულ ოჯახში 1903 წელს დაიბადა. მამამისი ტრანსციმბირული მაგისტრალის მშენებლობაზე ინჟინრად მუშაობდა. დედამისი კი ფრანგულის მასწავლებელი იყო, რაც იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში საკმაოდ მოთხოვნადი იყო.

მორისის მალე მამა გარდაიცვალა და დედა და შვილი საკმაოდ გაჭირვებით ცხოვრობდნენ.

3-1701157874.jpg

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დედა-შვილი საფრანგეთში დაუბრუნდა. სტუდენტობისას მას აკრომეგალია (ნეიროენდოკრინული სისტემის მძიმე დარღვევა,. აქედან დაიწყო მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი.

რა არის აკრომელაგია?

აკრომეგალია ხასიათდება კიდურთა ბოლოების ჰიპერტროფიით, ძვლების, თავის რბილი ნაწილებით (ცხვირის, ყურების, ნიკაპის), ტანისა და შინაგანი ორგანოების ჰიპერპლაზიური ცვლილებებით. შესაბამისად, ორგანიზმში ხდება ძვლების გადაჭარბებული ზრდა.

რთული წლები

დაავადებამ არ შეუშალა ხელი ახალგაზრდას უნივერსიტეტში სწავლასა და პროფესიონალური რაგბის თამაშში. მაგრამ, სამწუხაროდ, გარეგნობის ცვლილების გამო, ადვოკატის კარიერა, რაზეც ახალგაზრდა ოცნებობდა, დავიწყებას მიეცა.

როდესაც მორისის გარეგნობა ძალიან შეიცვალა, მან სინანულით მიატოვა სწავლა და დაიწყო ცხოვრებაში ისეთი ადგილის ძებნა, სადაც ქმედებებია მნიშვნელოვანი და არა გარეგნობა. ტილეს გამოსავალი იყო საზღვაო ფლოტი – ახალგაზრდა კაცმა სამხედრო გემზე მექანიკოსად მიიღო სამუშაო, სადაც მან გაატარა მომდევნო ხუთი წელი.

moris4-800x515-1-700x451-1701157943.jpg

მსოფლიოს გარშემო ხეტიალის დროს მამაკაცი თავის გარეგნობას შეეგუა და გარკვეული იუმორითაც კი დაიწყო მისი აღქმა. ამიტომ, როდესაც საზღვაო ფლოტიდან გათავისუფლების შემდეგ ტილემ მიიღო მოწვევა კინოში ძალების მოსინჯვის მიზნით, ის სიხარულით დათანხმდა.

წარმატება

დიდი ალბათობით, ის სიცოცხლის ბოლომდე იმუშავებდა დარაჯად, დაიცავდა გადასაღებ რეკვიზიტებს, რომ არა საბედისწერო შეხვედრა პროფესიონალ მოჭიდავესთან.

ლიეტუველმა მოჭიდავე კარლ პოჯელომ მორისი დაინახა საფრანგეთის ერთ-ერთ ბულვარში – ძნელი იყო არ შეემჩნია ხალხში ახალგაზრდა გიგანტი. იგი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინ ნამდვილი საჭიდაო ბრილიანტი იდგა, რომელსაც მხოლოდ ტრამპლინი სჭირდებოდა.

moris399-1701157960.jpg

მორისი, გარკვეული ყოყმანის შემდეგ, დათანხმდა ჭიდაობაში ეცადა ძალები – დარაჯის ჯიხურში მოქცეული სკამის გარდა, დასაკარგი არაფერი ჰქონდა.

ტილე პოპულარული გახდა. თავდაპირველად მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, მაგალითად, "შიშის მომგვრელი კაციჭამია რინგზე" და ა.შ. თუმცა, გულკეთილობის, თავისი დაავადების მიმართ გაუტეხელობისა და მუდამ ღირსეული საქციელის გამო ხალხმა მას ბავშვობის სახელი დაუბრუნა - ის ყველასთვის ისევ "ფრანგ ანგელოზად" იქცა. მორისი იმდენად წარმატებული გახდა, რომ რინგზე გაჩნდა ათობით სხვა "ანგელოზი" მოჭიდავეც, რომელთა ნაწილის დამარცხება მას არენაზე მოუხდა...

1-1701157983.jpg

მას შემდეგ, რაც მორისმა ჩემპიონობა დაკარგა და მოჭიდავის კარიერა დაასრულა, გამორჩეული გარეგნობის წყალობით ის ჰოლივუდის ფილმებში გადაიღეს. მასთან მეგობრობდნენ არა მარტო მსახიობები, არამედ მხატვრები და მოქანდაკეებიც - მორისის ბიუსტები ახლა სხვადასხვა ქვეყანაშია. სამწუხაროდ, 1954 წლის 4 სექტემბერს "ფრანგი ანგელოზი" 51 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა აკრომეგალია სიკვდილის მიზეზი არ გამხდარა.

უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ სწორედ მორისი გახდა ანიმაციური პერსონაჟის "შრეკის" პროტოტიპი. ტილესა და შრეკს შორის საოცარი ფიზიკური მსგავსების მიუხედავად, "შრეკის" მფლობელი სტუდია DreamWorks დღემდე არ აკეთებს კომენტარს ამ საკითხზე.

frenchangel-vs-shrek-1701158005.jpg

myquiz