გარდაცვლილი ვარსკვლავები, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავეს | Allnews.Ge

გარდაცვლილი ვარსკვლავები, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავეს

მათ თავიანთი სიმდიდრე საფლავში არ ჩაუტანიათ, თუმცა იქიდან აგრძელებენ სააქაო ცხოვრებაში ფულის გამომუშავებას. ამ ვარსკვლავების ანგარიშებზე ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი ირიცხება.

ახლა კი გავარკვიოთ, რომელმა გარდაცვლილმა ვარსკლავებმა იშოვეს ყველაზე ბევრი ფული 2023 წელს.

ჟურნალი Forbes ყოველწლიურად ასახელებს ყველაზე მდიდარ ცნობილ გარდაცვლილ პიროვნებებს.

ბობ მარლი- რეგეის მეფის სიმღერები მისი სიკვდილიდან 40 წლის შემდეგაც მოთხოვნადია.

ჯონ ლენონი- 22 მილიონი დოლარი, გასაკვირი იქნებოდა, რომ ექს-ბიტლზი ათეულში არ გვენახა.

უიტნი ჰიუსტონი -30 მილიონი დოლარი, წელს მოღერალს 60 წელი შეუსრულდა და მისი ფანებიც ფულს არ იშურებენ მის ჩანაწერებში.

ელვის პრესლი-100 მილიონი დოლარი-ჩანაწერების გარდა, მომღერლის მამულს, გრეისლენდს კვლავაც შემოსავალს მოაქვს. ერთი წლის განმავლობაში მას 600 ათასი ადამიანი ეწვია: მათ ფული დახარჯეს ბილეთებსა და სუვენირებში. მიმდინარე წლის იანვარში ელვისის ერთადერთი ქალიშვილის, ლიზა მარის გარდაცვალების შემდეგ, ყოფილ მეუღლესა და შვილიშვილს შორის უძრავი ქონებისთვის გამო ბრძოლა დაიწყო. მოიგო უკანასკნელმა.

მაიკლ ჯექსონი -115 მილიონი დოლარი-2023 წელს მომღერალი სიის სათავეში მოხვდა ბროდვეის პროდუქციის MJ: The Musical-ის წყალობით, რომელმაც 85 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. დანარჩენი შემოსავალი მოდის მაიკლ ჯექსონზე: ONE, ლას ვეგასის Cirque du Soleil შოუდან. წინ კიდევ ბევრი ფულია: ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი ანტუან ფუკუა მომღერლის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებს.

myquiz