2028 წლისთვის ტეხასში პირველი მამონტები გაჩნდებიან! -გადაშენებული ცხოველების ხილვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება | Allnews.Ge

2028 წლისთვის ტეხასში პირველი მამონტები გაჩნდებიან! -გადაშენებული ცხოველების ხილვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება

ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო იზდება. უზარმაზარი ცათამბჯენების, ხელოვნური ინტელექტისა და ულტრათანამედროვე ექნოლოგიების შემდეგ მეცნიერები ახალ უკვე გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობენ.

დიახ, არ მოესმათ, თუ უახლოეს კვლევებს და მეცნიერების პროგნიზს დავუჯერებთ, ათწლეულის ბოლომდე ცოცხალი მამონტების ხილვა შესაძლებელი გახდება.

კომპანია Colossal Biosc გადაშენებული მამონტების "გაცოცხლებას" გეგმავს. კომპანიის მიზნების მიხედვით, 2028 წელს ტეხასში ცოცხალი მამონტი იარსებებს.

bring-back-woolly-mammoth-m-1700990482.png

მეცნიერები ახლა გენური ინჟინერიის მეშვებით ცდილობენ 4 000 წლის წინ გადაშენებული სახეობის გენეტიკა მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლონ.

Colossal Biosciences ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც გადაშენებული ცხოველების დაბრუნებას გეგმავს. მისი მიზანია, ზუსტად გამოვავლინოთ თუ რომელი გენები ასოცირდება ცხოველის ფიზიკურ მონაცემებთან და შეისწავლონ არსების ნერვული დაბოლოებები დაბალ ტემპერატურაზე.

მათი თქმით, მემონტების უახლოესი ცოცხალი ნათესავი აზიური სპილოა, რომელთა შორისაც გენეტიკური მსგავსება 99.6%-ს შეადგენს.

მამონტის "გაცოცხლება" აზიური სპილოს კვერცხუჯრედიდან ბირთვის ამოღებას და მასში მამონტის მახასიათებლების მოთავსებას გულისხმობს. ამაში იგულისხმება სიცივის მიმართ მდგრადობა, შესაბამისი ბეწვი, ეშვები და სხვა.

913558-1-0611-mammoth-standard-1700990508.jpg

„როდესაც ეს პოზიცია შემომთავაზეს და ამის შესახებ ოჯახის წევრებს განვუცხადე, ჩემმა პატარა ძმამ ა მითხრა: „გესმის, რომ შეიძლება იყოთ პირველი თანამედროვე ადამიანი, რომელმაც ცოცხალი მამონტი დაინახა ? შეგიძლიათ იყოთ პირველი ადამიანი, ვინც ფოტოს გადაიღებს მამონტთან!" და ეს შესაძლებლობა არ დამკარგავს. ეს პრივილეგია წარმოუდგენელია და ის საოცარი მამოძრავებელი ძალაა“, - თქვა ჯეიმსმა." - აცხადებს მეტ ჯეიმსი Colossal-ის მთავარი ცხოველთა ოფიცერი.

მას შემდეგ, რაც პირველი მამონტები გაჩნდებიან, მათ ჩრდილოეთ ტეხასში დაასახლებენ. მომდევნო წლებში შტატში ცხოველებისთვის შასაბამისი გარემო მოეწყობა.

პროექტის ჯამური ღირებულება 225 მილიონი დოლარია.

myquiz