ახალგაზრდა ფერმერი კისისხევიდან და მისი ექსპერიმენტი - როგორ მოვიყვანოთ სორგო და მარგალიტის ფეტვი | Allnews.Ge

ახალგაზრდა ფერმერი კისისხევიდან და მისი ექსპერიმენტი - როგორ მოვიყვანოთ სორგო და მარგალიტის ფეტვი

"ჩემი მი­ზა­ნი იყო, ისე­თი კულ­ტუ­რე­ბი შე­მო­მე­ტა­ნა, რომ­ლებ­საც სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სა­სურ­სა­თო მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი და იმის­თვი­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თოდ და­ნერ­გი­ლი­ყო", - გვე­უბ­ნე­ბა კი­სის­ხე­ვე­ლი ფერ­მე­რი გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძე, რო­მე­ლიც კენკრო­ვან კულ­ტუ­რებს აწარ­მო­ებს. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხო მარ­ცვლოვ­ნე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, კერ­ძოდ, სორ­გო­თი და მარ­გა­ლი­ტის ფეტვით.

არ­სე­ბობს სორ­გოს 50-მდე სა­ხე­ო­ბა, მათ შო­რის შაქ­რო­ვა­ნი სორ­გო, ცო­ცხის სორ­გო, სა­მარ­ცვლე სორ­გო და სხვ. სორ­გოს მარ­ცვლის­გან მზად­დე­ბა ფქვი­ლი, ბურ­ღუ­ლი, სპირ­ტი, სა­ხა­მე­ბე­ლი, ხოლო შაქ­რო­ვა­ნი სა­ხე­ო­ბის სორ­გოს ღე­როს­გან - ბა­და­გი. ნამ­ჯას ქა­ღალ­დის, მუ­ყა­ოს წარ­მო­ე­ბა­ში იყე­ნე­ბენ, მარ­ცვა­ლი და მწვა­ნე მასა ცხო­ველ­თა კარ­გი საკ­ვე­ბია. გვალ­ვა­გამ­ძლე მცე­ნა­რე მო­დის ურ­წყავ მი­წებ­ზე. გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძეL ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის იმ სა­ხე­ო­ბე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც სა­სურ­სა­თო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვთ.

marcvlovani-sorgo-1-1699957041-1700812721.jpg

- კენკრო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი მომ­ყავს, ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო ესაა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სულ ამას ვუ­წევ, თუმ­ცა სხვა სა­კი­თხე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებს. მა­გა­ლი­თად, მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი. ხორ­ბა­ლი, სი­მინ­დი და მრა­ვა­ლი სხვა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა, არ სჭირ­დე­ბა მა­ცი­ვა­რი და ა.შ. მეც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ისეთ კულ­ტუ­რებს ვე­ძებ­დი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­სურ­სა­თო მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად გა­მო­მად­გე­ბო­და და ჩვენ­თან ფარ­თოდ და­ი­ნერ­გე­ბო­და. ამ ძებ­ნა­ში ამე­რი­კულ ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის თეს­ლებს ყი­დი­ან, მარ­გა­ლი­ტის ფეტვსა და მარ­ცვლო­ვან სორ­გოს გა­და­ვა­წყდი. და­ვინ­ტე­რეს­დი, თუკი მათ ამე­რი­კე­ლე­ბი, ევ­რო­პე­ლე­ბი, ინ­დო­ე­ლე­ბი იყე­ნე­ბენ, ჩვენ რა­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ყე­ნე­ბა-მეთ­ქი და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის­გან მარ­გა­ლი­ტის ფეტვი­სა და მარ­ცვლო­ვა­ნი სორ­გოს რამ­დე­ნი­მე ჯი­შის თეს­ლი შე­ვი­ძი­ნე. გა­დავ­წყვი­ტე, ჩემს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და­მე­თე­სა და გა­მერ­კვია, რა ნა­ყოფს გა­მო­ი­ღებ­და.

წლე­ულს გა­ზა­ფხულ­ზე დავ­თე­სე, მო­ვიყ­ვა­ნე და კარ­გი შე­დე­გიც მი­ვი­ღე. შე­სა­ნიშ­ნა­ვად აღ­მო­ცენ­და, გა­ი­ზარ­და და მო­სა­ვა­ლიც ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც სხვა ქვეყ­ნებ­ში. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან დას­კვნა ის არის, რომ მარ­გა­ლი­ტის ფეტვი­ცა და მარ­ცვლო­ვა­ნი სორ­გოც სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად ხა­რობს. ორი­ვე სი­მინ­დის მსგავ­სად ითე­სე­ბა. აღ­ნა­გო­ბი­თა და გან­ვი­თა­რე­ბი­თაც სი­მინდს წა­ა­გავს. გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ორი­ვე მარ­ცვლო­ვან თავ­თა­ვებს წვერ­ში ივი­თა­რებს. იქვე, თავ­ზე­ვე აქვს ყვა­ვი­ლე­ბიც. სორ­გო­სა და მარ­გა­ლი­ტის ფეტვის ყა­ნაც სი­მინ­დი­სას ჰგავს. რაც მთა­ვა­რია, ორი­ვე კულ­ტუ­რა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­იყ­ვა­ნოს. მე­ქა­ნი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, თუმ­ცა მისი მოყ­ვა­ნა და მო­სავ­ლის აღე­ბა მე­ქა­ნი­ზა­ცი­ი­თაც შე­იძ­ლე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz