არქეოლოგების უჩვეულო აღმოჩენა - პერუში 4 მუმიფიცირებული ბავშვის ცხედარი იპოვეს
პერუში, ლიმას ერთ-ერთ უძველეს უბანში 4 მუმიფიცირებული ბავშვის სხეული აღმოაჩინეს - ითვლება, რომ ისინი სულ მცირე 1000 წლის არიან.
მჭიდრო დასახლებაში დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდის Sporting Cristal-ის სავარჯიშო სტადიონთან მიმდინარეობს. აღმოჩენილი მუმიების საფლავები შემაღლებულ გორაკზე იპოვეს.
მკვლევარები თვლიან, რომ ბავშვები იჩმას (ინკების პერიოდამდე მცხოვრები ხალხის საზოგადოება) კულტურის ნაწილი იყვნენ. მათი ნაშთები შემაღლებულ გორაკზე, ზრდასრული ადამიანის მუმიის გვერდით იპოვეს. არქეოლოგების თქმით, ცხედრებს არანაირი კავშირი არ აქვთ მსხვერპლშეწირვასთან.
"მუმიის დამუშავებისა და მუმიფიცირებული ადამიანის დაკრძალვის სრულიად განსხვავებული მიდგომა აღმოვაჩინეთ ამ მუმიების სახით. მათი ბალზამირების საშუალებები, შეხვევისას გამოყენებული ტექნოლოგია და მასალა განსხვავდება პერუში სხვა დროს ნაპოვნი ნაშთებისგან. იხილეთ სრულად