ინკების იმპერიის დაუჯერებელი ეკონომიკური წყობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს | Allnews.Ge

ინკების იმპერიის დაუჯერებელი ეკონომიკური წყობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

მე-16 საუკუნის დასაწყისში, როცა ევროპას შუასაუკუნეების ათასწლოვანი ლეთარგიული ძილისგან ჯერაც ბოლომდე თავი არ დაეღწია, სამყაროს მეორე ბოლოში ინკების აყვავებული იმპერია უკვე ნახევარ მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევდა.

ინკების დედაქალაქს კუსკო ერქვა. დღეს ამ ქალაქის ნანგრევებიღაა შემორჩენილი, მაშინ კი ეს გასაოცრად განვითარებული და სრულიად თავისებური იმპერიის უმდიდრესი დედაქალაქი გახლდათ.

ინკები ძირითადად არ იცნობდნენ ფულს. ფულის ნიშნები ამ თვალუწვდენელ იმპერიაში თითქმის არ არსებობდა. ვაჭრობა ძალიან ინტენსიური იყო, თუმცა მას უმეტესწილად ნატურალური ხასიათი ჰქონდა.

center-of-the-inca-empire-package-1700729702.jpg

ინკების იმპერიას ყოველი ახალი ტერიტორია უპრობლემოდ უერთდებოდა, რადგან მის შემადგენლობაში მოქცეულ თითოეულ ხალხს საკუთარი ენის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნება დაუბრკოლებლად შეეძლო. მათ არავინ დევნიდა და არავინ ემუქრებოდა.

ამგვარად ინკების იმპერია მრავალეთნიკური სახელმწიფო იყო, სადაც ყველა ეთნოსი ჰარმონიულად ცხოვრობდა და თანაარსებობდა ერთმანეთის გვერდიგვერდ.

რადგან ფული თითქმის არ არსებობდა, ინკების იმპერიაში გადასახადებსაც ნატურით კრეფდნენ. სახელმწიფო საკუთარი მოხელეების მეშვეობით მოსახლეობას ართმევდა მოსაკრებელს საკვები პროდუქტების სახით, რაც შემდეგ კვლავაც ამავე მოსახლეობაში, უმაღლესი მმართველის, ინკას შეხედულებისამებრ ნაწილდებოდა. მიღებული იყო სახელმწიფოსთვის სასარგებლო შრომაც, რაც ასევე სავალდებულო გახლდათ.

ინკების იმპერიაში ფულს მხოლოდ ვაჭრები იყენებდნენ. ფულის სახით გამოიყენებოდა სპილენძის პატარა ფირფიტები. თითოეული ასეთი ფირფიტა ტბა ტიტიკაკას ზეგანზე იჭრებოდა. ვაჭრებს ფირფიტების გადაცვლა სხვადასხვა საქონელში მარტივად შეეძლოთ. იხილეთ სრულად

myquiz