რა დაემართა ბრიტანელ ტელეწამყვანს, რომელიც მთელი თვე "ფასთფუდს" ჭამდა? - ექსპერიმენტის შედეგები, რომლებიც სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობას გვაჩვენებს | Allnews.Ge

რა დაემართა ბრიტანელ ტელეწამყვანს, რომელიც მთელი თვე "ფასთფუდს" ჭამდა? - ექსპერიმენტის შედეგები, რომლებიც სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობას გვაჩვენებს

ყველამ ვიცით, რომ "ფასთფუდით" (სწრაფი კვების პროდუქტები) კვება ცუდია, მაგრამ ამას სერიოზულად არ აღვიქვამთ, როგორც რაღაც აბსტრაქტულ ფაქტს.

მეცნიერთა შეფასებით, თანამედროვე ბრიტანელები ენერგიის ნახევარზე მეტს იღებს ნახევარფაბრიკატებიდან და სხვა დამუშავებული პროდუქტებიდან. ზოგი თვლის, რომ ეს პროდუქტები დამოკიდებულებას იწვევს და ხალხს უფრო მეტის ჭამას აიძულებს. დიდ ბრიტანეთში ყოველ მეოთხე ზრდასრულს და ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონის პრობლემა აქვს.

ბრიტანელმა ექიმმა და ტელეწამყვანმა კრის ვან ტულეკენმა (Chris van Tulleken) გადაწყვიტა ეჩვენებინა, რომ სწრაფი კვების პროდუქტები მართლაც საშიშია და ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაატარა. 1 თვე სხვადასხვა სახის აარჯანსაღ საკვებს ჭამდა, შემდეგ კი აზიარებდა მიღებულ შედეგებს.

p09hl2dj-1700643074.jpg

კრის ვან ტულეკენს, პოპულარული სატელევიზიო შოუს "რას ვაჭმევთ ჩვენს ბავშვებს" წამყვანს, სურდა გაერკვია, ზუსტად რა გავლენას ახდენს სწრაფი კვება ადამიანის ორგანიზმზე, რომ გაეფანტა წინააღმდეგობრივი ჭორები და ყველანაირი სპეკულაცია ამ თემაზე.

ექსპერიმენტისთვის ტულეკენმა რაციონში სწრაფი კვების რაოდენობა გაზარდა 30 %–დან 80%–მდე და ასეთი დიეტა 4 კვირის განმავლობაში დაიცვა. წამყვანის ეთერში ექსპერიმენტის მიმდინარეობაზე თვალყურის დევნება ყველას შეეძლო.

პროდუქტები, რომლებიც მამაკაცმა აირჩია, გაჯერებული იყო ემულგატორები, სტაბილიზატორები, კონსერვანტები, მშრალი ნივთიერებები და არომატიზატორები. სანამ ფასთფუდის სახიფათო სამყაროში გადაეშვებოდა, კრისი ხუმრობდა, რომ მისი მენიუ ძალიან ექსტრემალური ჩანდა, მაგრამ შიში საჭირო არაა, რადგან ეს ყოველი მეხუთე ბრიტანელის ჩვეული საკვებია.

p09hl2td-1700643095.jpg

1 თვის შემდეგ, შედეგების შეჯამებისას, ვან ტულეკენმა განაცხადა, რომ სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა აშკარაა. ბრიტანელმა განაცხადა, რომ თავს 10 წლით დაბერებულად გრძნობს. მისი ძილი გაუარესდა, გაჩნდა შფოთვა და მოთენთილობა, შემცირდა ლიბიდო.

43101267-0-image-a-3-1621282807691-1700643158.avif

ცვლილებები შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. სულ რაღაც ერთ თვეში მამაკაცმა მოიმატა 7 კგ და გადავიდა ჭარბწონიანთა კატეგორიაში.

ტელეწამყვანი დარწმუნებულია, ექსპერიმენტი 6 თვე რომ გაგრძელებულიყო, 40 კგ–ს მოიმატებდა. არაჯანსაღი საკვების მიღებამ იმოქმედა ვან ტულეკენის სახეზე, რომელიც არა მხოლოდ შესივდა, არამედ ჯანსაღი ფერიც დაკარგა. იხილეთ სრულად

myquiz