როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი დრამის მასწავლებელი: პრეზიდენტის "ლავ სთორის" უცნობი დეტალები ბრიჯიტისგან
"ათი წელი ველოდი ემანუელ მაკრონზე დაქორწინებას" - ამბობს ბრიჯიტი, საფრანგეთის პირველი ლედი ჟურნალ Time-ისთვის მიცემულ იმ იშვიათ ინტერვიუში, სადაც პირადზე საუბრობს.
საფრანგეთის 70 წლის პირველმა ლედიმ თქვა, რომ მან მეუღლესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ 45 წლის ემანუელ მაკრონთან ქორწილი ათი წლით გადადო, ეს კი სამი შვილის გულისთვის გააკეთა, რომლებიც მისი (მაკრონის) ასაკის არიან.
მაკრონი 15 წლის იყო, როდესაც მასზე 25 წლით უფროსი ბრიჯიტ ოზიერი შეუყვარდა. ქალი იყო მისი დრამის მასწავლებელი პროვიდენსის კათოლიკურ სკოლაში ამიენში, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ხოლო მისი ქალიშვილი ლორენსი მაკრონის კლასელი იყო.
მათმა რომანმა პროვინციაში სკანდალი გამოიწვია. ამის შემდეგ მშობლებმა მაკრონი გაგზავნეს პარიზში სხვა სკოლაში სასწავლებლად, მაგრამ მასწავლებელთან ყოფნის სურვილი და მისი გრძნობები უცვლელი დარჩა.
ბრიჯიტმა გაიხსენა, რომ იმ დროს საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ ერთხელაც ემანუელი პარიზში თავისი ასაკის ქალს შეიყვარებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ბრიჯიტმა სამსახური დატოვა, რადგან ფიქრობდა, რომ მათი ურთიერთობის "ერთადერთი დაბრკოლება" მისი შვილები იყვნენ. ქალს არ სურდა "მათი ცხოვრების დანგრევა".
ბრიჯიტის ვაჟი მაკრონზე სამი წლით უფროსია, მისი ქალიშვილები კი 46 და 39 წლისები.
ქალმა ინტერვიუს დროს იმაზეც ისაუბრა, რომ არ იცოდა, რას იტყოდნენ მისი მშობლები ყოფილ მოსწავლესთან ქორწინებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი და-ძმები ხშირად ხუმრობდნენ მაკრონთან ურთიერთობის შესახებ ჭორებზე.
იგი საბოლოოდ დაქორწინდა მაკრონზე, იმ დროისთვის 30 წელს მიტანებული მაკრონი საჯარო მოხელე იყო. იხილეთ სრულად