"ხარებას" უცნობი ცხოვრება: როგორ დაითანხმა გიორგი შენგელიამ 10 გზის ჩემპიონი ფილმში სათამაშოდ?
გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ თავისი ახალი ფილმისთვის, რომელსაც ტყის ძმებზე იღებდა, მთავარ როლებზე სახელოვანი სპორტსმენები ომარ ფხაკაძე და ლევან თედიაშვილი შეარჩია.
გოგია კენკიშვილი - ლევან თედიაშვილი უნდა ყოფილიყო, ხარება ჯიბუტი - ომარ ფხაკაძე. ჩემპიონებმა კინოსგან და შემოთავაზებისგან თავიდან თავი შორს დაიჭირეს.
"1987 წელს გიორგი შენგელაიამ დასაყოლიებლად ლევან თედიაშვილს კაკაბეთში ჩააკითხა - 6.000 მანეთს მოგცემ ჰონორარსო. იმ დროისთვის ურიგო თანხა არ იყო. ბატონი ლევანი მაშინ ამ სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ. სეიფიდან 8.000 მანეთი გამოუღია და გიორგი შენგელაიასთვის უთქვამს - აი, ბატონო, მე უფრო მეტს მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთო...
არც ომარ ფხაკაძეც იყო თანახმა ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ საქმეში ცეკა-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ჩარეულა... მოგვიანებით გიორგი შენგელაიამ თქვა, ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო,“ - ეს გაზეთ „ლელოს“ ერთ-ერთი სტატიის ამონარიდია.
ჩემპიონებმა კინოს თავი წარმატებით გაართვეს და რეჯისორის არჩევანიც გამართლდა.
AMBEBI.GE ქართული ველოსპორტის ლეგენდას, ომარ ფხაკაძეს ვიხსენებთ, რაშიც სახელოვანი სპორტსმენის მეუღლე და შვილი გვეხმარებიან.
ბაია ფხაკაძე, ომარ ფხაკაძის შვილი:
- სპორტსმენების შვილი ვარ - დედცა ალექსანდრა (დონა) ჯანუყაშვილი ტანმოვარჯიშე იყო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მამაჩემთან ცოტა დაიჩაგრა, რადგან ის 10 გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახლდათ. მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მედალი აქვს აღებული - პირველი, მეორე, მესამე.
საერთოდ, მამაზე საუბარი, მისი შეფასება ჩემგან უხერხულია, მაგრამ როგორც ამბობენ, მართლა ტალანტი იყო. სპორტული საზოგადოება აღნიშნავს, რომელ სახეობასაც არ უნდა გაჰყოლოდა, ისეთივე წარმატებული იქნებოდა, მაგრამ ველოსიპედი არჩია. წარმოშობით ქუთაისიდან იყო. ყოჩაღი ბიჭი კარლო შენგელიამ, შემდგომში მისმა მწვრთნელმა, შეამჩნია - ამისგან მაგარი სპორტსმენი დადგებაო და თბილისში დაიბარა. 2 თვეში, 16 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა, 21 წლისა კი, მსოფლიო ჩემპიონი. იხილეთ სრულად