რჩევები სილამაზის შესახებ ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალისგან | Allnews.Ge

რჩევები სილამაზის შესახებ ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალისგან

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ულა­მა­ზე­სი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი 15 ნო­ემ­ბერს 78 წლის გახ­და. გუ­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა უახ­ლეს­მა ფო­ტო­სე­სი­ამ - ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ჭა­ღა­რა თმი­თა და მა­კი­ა­ჟით ჰო­ლი­ვუ­დის ნე­ბის­მი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს სჯობს.

კი­რას ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლელ და ელე­გან­ტურ ქალ­ბა­ტო­ნად. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი სა­ხე­ლი და გვა­რი არა­ერ­თი გა­მო­კი­თხვის სა­თა­ვე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლა, რო­გორც ყვე­ლა დრო­ის ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ქალი.

fc65f1df0c3d3e1996094f030b05816e-38210-1700132623.jpg

კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილს ულა­მა­ზე­სი ქა­ლე­ბით უხ­ვად და­ჯილ­დო­ე­ბულ ქარ­თულ კი­ნო­ში თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. მა­ყუ­რე­ბელს დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბი ფილ­მებ­ში " მე ბე­ბია ილი­კო და ილა­რი­ო­ნი", "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა", "ერთი ცის ქვეშ", "მო­ლან­დე­ბა" და მრა­ვა­ლი სხვა.

ულა­მა­ზე­სი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის მა­მი­და ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი - ნატო ვაჩ­ნა­ძე გახ­ლდათ. კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ნინა კა­ლან­და­ძე ჟურ­ნა­ლისტ ლიკა ევ­გე­ნი­ძის დე­დაა. მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთი ყი­ა­საშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას.

287197446-706628487158218-3814596602024278726-n-71321-38423-1700132633.jpg

წლე­ბის წინ, ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მისი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო გე­ნე­ტი­კი­დან მო­დი­ო­და.

"რა თქმა უნდა, ყვე­ლაფ­რის სა­წყი­სი გე­ნე­ტი­კაა, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუ რა გად­მო­გე­ცა შენი წი­ნაპ­რე­ბის­გან, არ მინ­და იფიქ­როთ, რომ მე ჩემს წი­ნაპ­რებს ან ოჯა­ხის წევ­რებს ვა­ქებ, უბ­რა­ლოდ, ნამ­დვი­ლად ხელს მი­წყობ­და გე­ნე­ტი­კა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მშობ­ლე­ბი, მა­მი­დე­ბი (კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის მა­მი­და - ნატო ვაჩ­ნა­ძე. 20-30-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი კი­ნოს მე­გა­ვარ­სკვლა­ვი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქალი ქარ­თულ კი­ნო­ში) თუ სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბი სი­ლა­მა­ზით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, ამა­ზე არას­დროს არ იყო სა­უ­ბა­რი ოჯახ­ში, არა­სო­დეს მახ­სოვს გან­ხილ­ვე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მეც არას­დროს არ მქო­ნია წარ­მოდ­გე­ნა იმა­ზე, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, გე­ნე­ტი­კას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვის მოვ­ლა, რაც ყვე­ლა ქალს უნდა ჰქონ­დეს შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი. იცით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გან­წყო­ბას, რო­გორ გა­ნე­წყო­ბი ამა თუ იმ სა­კი­თხის მი­მართ, გან­წყო­ბის თე­ო­რია ტყუ­ი­ლად ხომ არ და­წე­რა დი­მიტ­რი უზ­ნა­ძემ? მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ზი­ტი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა, ეს პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ზე. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს". იხილეთ სრულად

myquiz