საუკეთესო პროფესიები ზარმაცებისთვის - სად დავსაქმდეთ, თუ მუშაობა გვეზარება და ფულის გამომუშავება შრომის გარეშე გვინდა? | Allnews.Ge

საუკეთესო პროფესიები ზარმაცებისთვის - სად დავსაქმდეთ, თუ მუშაობა გვეზარება და ფულის გამომუშავება შრომის გარეშე გვინდა?

ალბათ, გსმენიათ დაუსახლებელ კუნძულებზე დამკვირვებლის და პოლარულ სადგურებზე პინგვინების გადამბრუნებლის ვაკანსიების შესახებ. უმეტესობა მათგანი ხშირად სარეკლამო ფანდია, მაგრამ ხელმისაწვდომი პროფესიები, რომლებიც მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, ნამდვილად არსებობს. დღეს ასეთ შესანიშნავ პროფესიებს გაგაცნობთ.

პროფესიონალი ჩამხუტებელი

694940094001-5987229577001-5987230057001-vs-1700037772.jpg

დიახ, არ მოგესამათ, არიან ადამიანები, რომლებიც ამაში ფულს გადაგიხდიან. ამისთვის სპეციალური კომპანია Cuddle Comfort-იც კი არსებობს. მსურველები ირცევენ სასურველ მომხაურებას და დაქირავებულ "პროფესიონალ ჩამხუტებელს" ამაში ფულს უხდიან. საშუალოდ 1 საათით ჩახუტება 80 აშშ დოლარი ღირს.

მენატურე

2023111414454885085-1700037310.jpg

ის არის პლასტიკური პოზების მაჩვენებელი. სიმორცხვე ამ საქმიანობისთვის შემაფერხებელი არაა: მოდელები ყოველთვის შიშველი არ პოზირებენ.

ზოგჯერ სამხატვრო პროცესში მონაწილეობისთვის გჭირდებათ მხოლოდ სახე ან ხელები. ახალგაზრდობა და უნაკლო გარეგნობა აუცილებელი არაა. მხატვრებს სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის გარეგნობა და ასაკი. აი, გამძლეობა გამოგადგებათ: პოზირება საათობით მოგიწევთ, მცირე შესვენებებით. ნატურიდან ადამიანის სხეულის გამოსახვა აკადემიური ხატვის სავალდებულო სასწავლო პროგრამაში შედის და მენატურე ყოველთვის იქნება მოთხოვნადი.

ძილის ექსპერიმენტში მონაწილე

2023111414460485085-1700037362.jpg

სამედიცინო ექსპერიმენტები ფულის გამომუშავების სახიფათო გზაა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

თუმცა ეს ძილის ექსპერიმენტებს არ ეხება: ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის ერთადერთი საფრთხე არის საკმარისი ძილი მეცნიერებისთვის. ექიმები და ნეიროფიზიოლოგები ექსპერიმენტისთვის მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან ირჩევენ. შერჩევა ხდება ცხოვრების წესის, ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. შემოსავალი დღეში 1000 დოლარამდე შეიძლება იყოს.

ვიდეოთამაშების მტესტავი

how-to-get-a-job-as-a-video-game-tester-1700037925.jpg

მსოფლიოში ვიდეოთამაშებს ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი თამაშობს. კომპანიები ძალიან დიდ დროსა და რესურსს დებენ უკეთესი თამაშების შექმნაში. ამიტომ, მათ სჭირდებათ პირები, რომლებიც თამაშის გამოსვლამდე გატესტავენ და შეაფასებენ მათ.

პროფესიონალი უცხოელი

2023111414462085085-1700037416.jpg

კიდევ ერთი შემოსავლის მეთოდი გარეგნობით – ჩინეთში გადასვლა.

ადგილობრივი კომპანიები ევროპელებს იწვევენ საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. მათ კომპანიის ან ღონისძიების მასშტაბის წარმოსაჩენად უცხოელ პარტნიორებად ასაღებენ. ჩინური ენის ცოდნა საჭირო არაა. კვირაში 1000 დოლარამდე შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. ასეთი პრაქტიკა უძრავი ქონების სფეროში განსაკუთრებით პოპულარულია.

პროფესიონალი მომბოდიშებელი

dsc09483-1700038217.webp

გაგიკვირდებათ, მაგარამ იაპონიაში ასეთი პროფესიაც არსებობს. როგორც ჩანს, ზოგიერთ იაპონელს ძალიან სიამოვნებს მუდმივად ბოდიშების მოსმენა და ამისთვის ისინი ადამიანებსაც კი ქირაობენ.

დაქირავებული ნათესავი

2023111414464085085-1700037450.jpg

Telegraph–ის ინფორმაციით, ვიღაცის ბაბუის ან ბიძაშვილის როლის შესრულებით ფულის გამოსამუშავებლად აზიაში გადასვლა მოგიწევთ.

იაპონური სააგენტო Office Agents აგროვებს ოჯახის წევრებს ქორწილში და დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. დამკვეთს აგენტის მოწვევა დაახლოებით 90 დოლარი უჯდება, გულისამაჩუყებელი გამოსვლა დამატებითი თანხა ღირს. ბანკეტი – სამუშაოს სასიამოვნო ბონუსია.

წყარო

myquiz