როგორ დააჯერეს ამერიკელებს, რომ საუზმეზე ყავა, ბეკონი და კვერცხი მათი არჩევანია? – PR-ის სპეციალისტის გენიალური იდეა, რომელმაც კომპანიას მილიონები აშოვნინა | Allnews.Ge

როგორ დააჯერეს ამერიკელებს, რომ საუზმეზე ყავა, ბეკონი და კვერცხი მათი არჩევანია? – PR-ის სპეციალისტის გენიალური იდეა, რომელმაც კომპანიას მილიონები აშოვნინა

ალბათ ხშირად გინახავთ ამერიკული ფილმები, სადაც ბედნიერი ოჯახი დილით იღვიძებს და სამსახურებში თუ სკოლაში წასვლამდე ყველა ერთად საუზმობს. მათ საუზმეს როგორც წესი, ყავა, ბეკონი და შემწვარი კვერცხი წარმოადგენს.

მსგავს ეპიზოდებს ხშირად ნახავთ სარეკლამო ეპიზოდებშიც. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დილის ნოყიერი საკვებით დაწყება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ის ამერიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

istockphoto-510008737-612x612-1699942880.jpg

თუმცა, დილის ყავით, ბეკონითა და შემწვარი კვერცხით დაწყება სულაც არ იყო ამერიკელების ტრადიციული საუზმე და როგორც გინდება, ის არც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მაშ, რასთან გვაქვს საქმე?

კვლევებით დგინდება, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და უჭირს, დაუპირისპირდეს უმრავლესობის აზრს მაშინ, როცა მას არ ეთანხმება, რაღაც დროის შემდეგ კი, თავადვე ხდება ეს უმრავლესობა.

ერთხელაც, ამერიკულმა კომპანიამ – Beech Nut – ვისაც ჭარბად წარმოებული ბეკონის გასაღება სურდა, PR-ის სპეციალისტი ზიგმუნდ ფროიდის დისშვილი, ედვარდ ბერნეისი დაიქირავა და კონსულტაცია სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ Beech Nut აშშ-ში ბეკონის უდიდესი მწარმოებელი იყო წლიდან-წლამდე მათი გაყიდვები მცირდებოდა.

ედუარდმა, რომელსაც ადამიანის ფსიქოლოგია საკმაოდ კარგად ესმოდა, გადაწყვიტა ისეთი გამოსავალი მოეძებნა, რომელიც კომპანიას უზარმაზარ მოგებას მოუტანდა. ამისთვის ბანერებისა და ბილბორდების განთავსება ედუარდმა არც ისე წარმატებულ გზად მიიჩნია და სხვა ხერხს მიმართა.

como-edward-bernays-ditou-o-pequeno-almoco-dos-americanos-0-1699942908.jpg

ედუარდმა მკურნალ ექიმს ჰკითხა, როგორი საუზმეა უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

ექიმმა უპასუხა, რომ უკეთესი იქნებოდა დილის ნოყიერად დაწყება. ბერნეისი დაეთანხმა და სთხოვა, მოეძებნა 4000 ექიმი ამერიკის მასშტაბით, ვინც ასე ფიქრობდა, თითო მოძებნილში კი გადაუხდიდა 100 დოლარს. მკურნალმა ექიმმა ბევრი ძებნისა და უარის შემდეგ იპოვა ასეთი ექიმები.

მან ერთ თვეში 40 000 ამერიკული დოლარი იშოვა, ედუარდმა კი დაქირავებულ მედიას სთხოვა, ამ 4000 ექიმისგან მთელი ამერიკის მასშტაბით ინტერვიუ აეღოთ, სადაც ისინი ილაპარაკებდნენ, რა სარგებელია მოაქვს მსუყე საუზმეს.

edward-bernays-bacon-1699942927.webp

მომდევნო თვეების განმავლობაში ამერიკულ ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიაში ექიმები აქტიურად საუბრობდნენ, თუ რა სარგებელი მაქვს ნოყიერ საუზმეს.

ბეკონის მწარმოებელ კომპანიას კი სლოგანი მზად ჰქონდა. დიდი გამოცნობა არ უნდა, რომ მათ ბეკონი ჯანსაღ საუზმეს დაუკავშირეს. რამდენიმე თვეში კომპანია კვლავ დიდ მოგებაზე გავიდა და მილიონები იშოვა.

4dcc41661b174729d516e6c1f0b410d9-1699942961.jpg

მას შემდეგ ამერიკელების დიდი ნაწილი ასე საუზმობს და ჰგონია, რომ ეს მათი არჩევანია (ასე მუშაობს ზოგადად რეკლამა, გვაჯერებს, თითქოს ჩვენ ვირჩევთ რამეს). პროპაგანდის ეს მეთოდი კი საყოველთაოდაა ცნობილი და PR ტექნოლოგები მას კარგად იყენებენ.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეს ამერიკაში ბეკონის 70%-ზე მეტს საუზმეზე მიირთმევენ.

myquiz