იცით, რატომ აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირში მაინცდამიანც "რომბებიან" რკინა-ბეტონის ღობეს? | Allnews.Ge

იცით, რატომ აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირში მაინცდამიანც "რომბებიან" რკინა-ბეტონის ღობეს?

ლეგენდარული რკინაბეტონის ღობე მარტივი „თარგით“ საბჭოთა დროინდელი სავიზიტო ბარათია!ამ ღობეებს დღესაც შეხვდებით ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიებზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ მაინცდამაინც რომბებიანი რკინა-ბეტონის ღობე?

საბჭოთა კავშირში თითქმის ყველაფერი - შენობიდან ღობეებამდე - სტანდარტიზებული იყო, ამიტომ მათ უკიდეგანო იმპერიის ყველა კუთხეში შეხვდებოდით . სსრკ-ში ყველაზე პოპულარული ღობე იყო ბეტონის ღობე "რომბებით". რატომ ჩვეულებრივ ბრტყელი არა? ან კვადრატები, წრეები ან ორნამენტებით? ახლავე გავერკვევით.

საბჭოთა ბეტონის ღობე "რომბებით" ატარებდა ოფიციალურ სახელს"Плита ограждения – 2"(შემოსაღობი ფილა-2). ოფიციალური პირების მოთხოვნით, იგი შეიმუშავა "მოსგორსტროიმატერიალის" მთავარმა არქიტექტორმა ბორის ლახმანმა 1970-იან წლებში. ეს ღობე პირველად იქნა წარმოდგენილი 1974 წელს ВДНХ-ს გამოფენაზე, რის გამოც ლაჩმანმა მიიღო ბრინჯაოს მედალი და ფულადი პრემია.

202311101308076227-1699688041.jpg

რა იყო მაშინ სახელმწიფო მოთხოვნები ღობეებზე?

არქიტექტორის წინაშე დადგა ამოცანა, მოეფიქრებინა ღობის ისეთი დიზაინი, რომელიც იქნებოდა შედარებით ლამაზი, იაფი და ამავე დროს საიმედო. მოთხოვნები კი ასეთი იყო:

*მონოლითური ღობე (სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის სამხედრო ნაწილების შეუღწევადობის უზრუნველსაყოფად).;

*ხმის საიზოლაციო თვისებებით (მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის ხმაურის შესამცირება, ვინაიდან ადრე ქარხნები და ფაბრიკები დიდი ქალაქებში ძირითადად დიდ საცხოვრებელ ადგილებთან იყო).

*სექციური მონტაჟი (შესაძლებელი ყოფილიყი განადგურებული ან დაზიანებული მონაკვეთის შეცვლა მთლიანი ღობის დემონტაჟის გარეშე). იხილეთ სრულად

myquiz