ნოე, ოლივერი, მატილდა, თებეა...- სახელები, რომლებიც 2024 წელს აქტუალური იქნება | Allnews.Ge

ნოე, ოლივერი, მატილდა, თებეა...- სახელები, რომლებიც 2024 წელს აქტუალური იქნება

მშობლები ხშირად ცდილობენ, თავიანთ შვილებს განსხვავებული სახელები შეურჩიონ. არჩევისას კი ღირებულებების, ესთეტიკისა და იდენტობის გამოხატვა სურთ. თანამედროვე მშობლებმა შესანიშნავად იციან, რომ ბავშვის სახელს მისი წარმატებებისა და შემდგომი განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამიტომაც, ტრადიციულ არჩევანზე უარს ამბობენ და ცდილობენ, შვილებს ისეთი სახელი მოუფიქრონ, რომ მათი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდეს. წლიდან წლამდე, გარდა ტრადიციული არჩევანისა, ბავშვების სახელებიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. არის სახელები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გოგონებსაც ჰქვიათ და ბიჭებსაც.

პერიოდულად, ფილმების, წიგნების, სპორტის გავლენა იგრძნობა და ადამიანებიც შვილებს საყვარელი პერსონაჟების, გმირების სახელებს არქმევენ. დღეს გაგიზიარებთ განსხვავებულ იდეებს, რომლებიც 2024 წელს პოპულარული იქნება და შეგიძლიათ, შვილებს დაარქვათ:

ბიჭის სახელები 2024 წლისთვის:

  • ნოა
  • ნოე
  • იაკობი
  • კილიანი
  • მაქსი
  • ლეონი
  • ოლივერი
  • ჰარი

გოგოს სახელები 2024 წლისთვის:

  • კირა
  • თებეა
  • მია
  • ჰელენი
  • ანტონელა
  • მატილდა
  • აურა

იხილეთ სრული სია

myquiz