წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ | Allnews.Ge

წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ

ჩვენი პლანეტის ძალიან სამხრეთით არის კონტინენტი, სახელად ანტარქტიდა, რომელიც მოცულია მარადიული სიცივით. მისი ფართობი 13, 975 ათას კმ²-ს შეადგენს.

საინტერესოა, რომ კონტინენტი არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. აქ, ძირითადად, მოდიან მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ კვლევით მუშაობას, რომელსაც კოორდინაციას უწევს ანტარქტიდის კვლევის სამეცნიერო კომიტეტი.

ანტარქტიდა ყველაზე დიდი უდაბნოა მსოფლიოში.

2023110312432685085-1699352906.jpg

ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია მსოფლიოში, სადაც ქვეწარმავლები არ გვხვდება.

დედამიწაზე არსებული მტკნარი წყლის 90% ანტარქტიდაზეა.

ანტარქტიდაში ყინულის დნობამ რეგიონში გრავიტაციის უმნიშვნელო ცვლილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება ფანტასტიკურია, დადასტურებულია კვლევებით.

2023110312434685085-1699352925.jpg

ანტარქტიდაში პოლარული დათვები არ არიან - მხოლოდ არქტიკაში გვხვდება.

ანტარქტიდა არის ყველაზე ცივი, ქარიანი და მშრალი კონტინენტი დედამიწაზე.

თქვენ ვერ შეძლებთ ანტარქტიდაში მუშაობას მანამ, სანამ არ ამოიღებთ ბრმა ნაწლავს და სიბრძნის კბილებს, თუნდაც სრულიად ჯანმრთელი იყოს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ადგილზე დახმარების გაწევა შეუძლებელი იქნება.

ანტარქტიდის ყინულის საფარი სულ მცირე 40 მილიონი წელი არსებობს.

2023110312441785085-1699352944.jpg

ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია დროის ზონების გარეშე.

ანტარქტიდაში 1994 წლიდან აკრძალულია შესაბმელი ძაღლების გამოყენება.

ანტარქტიდაში მყოფმა ერთ-ერთმა მეცნიერმა ტინდერის აპლიკაციით გამართა პაემანი გოგონასთან პოლარული სადგურიდან მისი სადგურიდან 45 წუთის სავალზე.

მთელ ანტარქტიდაში მხოლოდ ერთი ბანკომატია.

დედამიწის ყველაზე სამხრეთ ვულკანი მდებარეობს ანტარქტიდაზე.

იხილეთ სრულად

myquiz