როგორ გადავაჩვიოთ მოზარდი საათობით ტელეფონთან და კომპიუტერთან ჯდომას? | Allnews.Ge

როგორ გადავაჩვიოთ მოზარდი საათობით ტელეფონთან და კომპიუტერთან ჯდომას?

ტელეფონში ჩაფლული ყურსასმენებიანი მოზარდი, რომელსაც გარშემო არაფერი ესმის და თითქმის არაფერზე რეაგირებს - ეს ის სურათია, რომელიც ძალიან ეცნობა და ამავდროულად, აღიზიანებს თანამედროვე მშობლებს.ბავშვის ეს მდგომარეობა ოჯახში ჩხუბისა და სკანდალების მიზეზიც ხშირად ხდება.

მოზარდებს ვერ გაამტყუნებთ, რომ მეგობრებთან მუდმივ კონტაქტზე არიან და ინტერნეტში განთავსებულ სანახაობის ტალღასაც ვერ წყდებიან. მშობლებიც სამართლიანად შფოთავენ, რომ ტელეფონთან საათობით ჯდომამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათი შვილის ჯანმრთელობასა და სასკოლო შედეგებზე.

გარდა ამისა, ჩატებსა და მესინჯერებში კომუნიკაცია რეალური სოციალური უნარების განვითარებას ნამდვილად არ უწყობს ხელს, ამასთან სულ არის რისკი, რომ სოციალურ ქსელებში მოზარდი ბულინგის და შევიწროების მსხვერპლი გახდეს.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ მიუხედავად სამართლიანი აღშფოთებისა, მშობლებმა არა კატეგორიული, არამედ მეგობრული და დამთმობი ტონი უნდა მოიშველიონ.

მკაცრი წესების დაწესება, ყვირილი, კონფლიქტები და დასჯა ძალიან მოკლევადიან და არასაიმედო შედეგებს იძლევა. უნდა ვაღიაროთ, რომ რაც უფრო იზრდებიან შვილები, მით ნაკლები კონტროლი გვაქვთ მათ ცხოვრებაზე - როგორც რეალურზე, ასევე ციფრულზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტროლი თავად ბავშვის ხელში გადავიდეს, რათა თავად მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები და მისი ონლაინ აქტივობაც დააბალანსოს.

1. შეცვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებებიგააკონტროლეთ თქვენი რეაქციები, როდესაც ბავშვს ტელეფონში ჩამძვრალს დაინახავთ. როცა იგრძნობთ, რომ დაყვირებას აპირებთ, გაჩერდით და თქვენს თავს შეახსენეთ, რა დიდი მისიისთვის ემზადებით და ყველაფრის წყალში ჩაყრა ერთი გულის მოსაფხანი ყვირილის გამო არ ღირს.

2. გამოიჩინეთ ინტერესი და მასთან უფრო მეგობრული კონტაქტი სცადეთარაფერი გამოგივათ, თუ თქვენს და ბავშვს შორის ნორმალური კონტაქტი არ იქნება. გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა და მოზარდს ჰკითხეთ, მაგალითად, რომელი სოციალური ქსელი მოსწონს და რატომ, მისი აზრით, სოციალურ ქსელებს რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რა მოხდება, თუ მთელ დღეს ტელეფონის გარეშე გაატარებს და ა. შ.

შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს არ არის დისკუსია: ეს საუბარი იმისთვის არ წამოგიწყიათ, რომ ჭკუა-დარიგებებით აავსოთ, არამედ იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ თქვენი შვილის აზრები. ბავშვს ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს, რომ მის შეხედულებებს და სოციალური ქსელებით გატაცებას სერიოზულად არ უყურებთ. იხილეთ სრულად

myquiz