სილამაზის შოკისმომგვრელი სტანდარტები წარსულიდან, რომლებიც ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო | Allnews.Ge

სილამაზის შოკისმომგვრელი სტანდარტები წარსულიდან, რომლებიც ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო

დღესდღეობით გოგონები დიდ ფულსა და ძალისხმევას არ იშურებენ ეფექტურად რომ გამოიყურებოდნენ და სილამაზის თანამედროვე სტანდარტებსაც შეესაბამებოდნენ, მაგრამ ის, თუ რაზე უწევდათ სილამაზის გამო წარსული ეპოქის ქალებს წასვლა უბრალოდ არცერთ ლოგიკაში არ ჯდება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ წარსულის სილამაზის სტანდარტებს, რომლებიც თავისი აბსურდულობით შოკში ჩაგაგდებთ.

რენესანსის ეპოქა - გაპარსული შუბლი

2023110511341086669-1699259388.jpg

რენესანსის ეპოქაში არაბუნებრივად მაღალი, მომრგვალებული შუბლი ლამაზად ითვლებოდა, ამიტომ თითქმის ყველა გოგონა თმას შუბლის ზემოთ იპარსავდა, სწორედ მაშინ გახდა მოდური წამწამების სრული არარსებობაც, ამიტომ ქალები წამწამებს რეგულარულად იცლიდნენ.

ფეხების დაბინტვა ჩინეთში

2023110511420586669-1699259445.jpg

ჩინურ ტრადიციებში ქალის მინიატურული ტერფი ლამაზად ითვლებოდა. იმპერიაში ფეხების დაბინტვა მე-13 საუკუნეში დაიწყო - 5 წლის გოგონებს ტერფებს მჭიდროდ უბინტავდნენ, რათა ფეხი ზომაში არ გაზრდოდათ.

ამან ძვლებისა და სახსრების საშინელი დეფორმაცია გამოიწვია, ბევრი სიარულის უნარს საერთოდ კარგავდა, თუმცა სილამაზე როგორც წარმატებულად გათხოვების შესაძლებლობა უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ძველი მაიას ტომის წარმომადგენლები თავის ქალას ფორმას უცვლიდნენ

2023110511524486669-1699259546.jpg

მაიას სილამაზის შესახებ კერძოდ კი, თავის ქალის ფორმაზე საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა. მათი აზრით, ხაზი ცხვირის წვერიდან თხემამდე მაქსიმალურად თანაბარი უნდა ყოფილიყო, რაც ადამიანის ანატომიას სრულიად ეწინააღმდეგებოდა.

ბავშვობიდან პატარებს შუბლისა და საფეთქლების არეში თავს თოკით მჭიდროდ უკრავდნენ ან დაფებით უხვევდნენ. გამომდინარე იქიდან რომ წვრილი ძვლები უმნიშვნელო ზეწოლითაც კი ფორმას ადვილად იცვლის, სამი წლის ასაკში საჭირო იდეალი მიღწეული თითქმის ყველა მათგანში იყო.

ძველი საბერძნეთი - გადაბმული წარბები

2023110512302186669-1699259613.jpg

ძველ საბერძნეთში მონოწარბები არისტოკრატული წარმოშობის ნიშნად ითვლებოდა, ხოლო ვისაც მსგავსი ნატურალური წარბები არ ჰქონდა, ცდილობდა ისინი ნახშირით დაეხატა ან თუნდაც შუბლზე ჩიტის ბუმბულის ბუსუსები მიეკრა.

კბილების დაქლიბვა რენესანსის ეპოქაში

main-qimg-d7f4f05cd0c169fad1c2cdc11615e07d-1699259721.webp

რენესანსი შუბლის გაპარსვასა და წარბების ამოქნევაზე არ შეჩერებულა და გოგონებისგან ამჯერად კბილების დამოკლებაც მოითხოვა! მოდას აყოლილი ლამაზმანები ემალს ისე იქლიბავდნენ რომ წინა კბილების ფორმა კვადრატისებრი გამხდარიყო.

იაპონია, კბილების შავად შეღებვა

2023110513535586669-1699259806.jpg

იაპონიაში ხუთი საუკუნის მანძილზე გათხოვილი ქალის გაუთხოვარი ქალისგან გარჩევა რთული არ იყო. ოჯახურ მდგომარეობას ღიმილი ავლენდა: ქორწინებისთანავე იაპონელი ქალები კბილებს შავად იღებავდნენ.

"რეგულირებადი" კორსეტები მე-19 საუკუნის ევროპაში

2023110514174486669-1699259865.jpg

სხვადასხვა ხარისხის არაკომფორტული კორსეტების ხანგრძლივი დომინირების შემდეგ მოდაში ე.წ. "რეგულირებადი" კორსეტები შემოვიდა, რომელთა ამოცანაც მკერდს შორის მანძილის გაზრდა იყო. იხილეთ სრულად

myquiz