ვინ აწარმოებს ხორცს McDonald’s-ის ჰამბურგერებისთვის - უჩინარი მიმწოდებელი, რომელმაც საიდუმლოს შენახვა იცის | Allnews.Ge

ვინ აწარმოებს ხორცს McDonald’s-ის ჰამბურგერებისთვის - უჩინარი მიმწოდებელი, რომელმაც საიდუმლოს შენახვა იცის

McDonald’s-ის ხორცის უდიდესი და უძველესი მიმწოდებელი OSI Group-ია. მისი დამფუძნებელი შელდონ ლავინია, რომელიც უმდიდრეს ამერიკელთა რეიტინგში პირველად 88 წლის ასაკში შევიდა. დღეს კომპანიას შელდონის ვაჟი, სტივენ ლავინი ხელმძღვანელობს.

Forbes-ის შეფასებით, McDonald’s კომპანიის ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილად დიდწილად იმის წყალობით რჩება, რომ ჯგუფს „სხვა ადამიანების საიდუმლოებების შენახვა შეუძლია.“

კვების პროდუქტების კერძო მწარმოებელ OSI Group-ის შემოსავალმა 2022 წელს 7,9 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიამ ბიზნესი 1955 წელს, ქსელის ერთ-ერთ პირველ მფლობელ რეი კროკთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, McDonald’s-ის ჰამბურგერებისთვის ახალი ფუნთუშების დამზადებით დაიწყო. წლების განმავლობაში OSI Group-მა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა შელდონ ლავინმა McDonald’s-თან პარტნიორობა გააფართოვეს, რომ მოეცვათ ყველაფერი, რისი დამზადებაც შეეძლოთ.

დღეს OSI Group-ის 65 ქარხანა 18 ქვეყანაში აწარმოებს პროდუქციას, როგორიც არის გაყინული პიცა DiGiorno კომპანია Nestlé-სთვის, სტეიკები, კარნიტასი, ბარბექიუ, სოფრიტასი (ბურიტოს ვეგანური ვერსია), ლობიო და სხვადასხვა სახის სალსა მექსიკური რესტორნების ქსელ Chipotle-სთვის, სოსისი Oscar Mayer კომპანია Kraft Heinz-ისთვის და მცენარეული ბურგერები Impossible Foods-ისთვის, ასევე, პური, მაკარონი ყველით, სუპები და ჩილი. იხილეთ სრულად

myquiz