საქართველოს "პირველი ქალბატონები" - მათი პირადი ცხოვრება, გავლენა და უცნობი ამბები | Allnews.Ge

საქართველოს "პირველი ქალბატონები" - მათი პირადი ცხოვრება, გავლენა და უცნობი ამბები

ტერმინი "პირველი ლედი" პირველად 1849 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ზაქარი ტეილორმა გამოიყენა, როცა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის ჯეიმზ მედისონის მეუღლის დოლი მედისონის გასვენებაზე სიტყვით გამოვიდა. თავდაპირველად, ტერმინი First Lady ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცოლის მიმართ გამოიყენებოდა, მაგრამ მოგვიანებით სხვა ენებშიც გავრცელდა და დღეს ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის მეუღლის მიმართ გამოიყენება.

მანანა არჩვაძე

448422-1698909891-1699004725.jpg

1991 წელს საქართველოს პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს. ქვეყნის პირველი ლედი მისი მეუღლე - მანანა არჩვაძე გახდა.

მანანა არჩვაძე გამსახურდიას მეორე ცოლი იყო. ზვიადის პრეზიდენტობის პერიოდში აქტიურობით გამოირჩეოდა - ერეოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და მეუღლეს მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაჰყვებოდა.

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საქართველოში სიტუაცია აირია - პრეზიდენტს მოუწია თავი სამეგრელოსთვის შეეფარებინა - მანანა და ოჯახიც მას გაჰყვნენ, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ქართველები ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას ზვიადზე მეტად, მანანას აბრალებდნენ.

მანანა არჩვაძეს აქტიური ცხოვრება არც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიუტოვებია - ჩამოაყალიბა ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა პარტია და სათავეში ჩაუდგა.

ნანული ცაგარეიშვილი

tbilisoba-2001-15-1698910007-1699004747.jpg

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მეუღლე პროფესიით ჟურნალისტი იყო. შევარდნაძემ მომავალი მეუღლე წაღვერში დასვენების დროს გაიცნო. მალე იქორწინეს და ნანული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. პირველ ლედის ბევრ ქვეყანაში ცნობდნენ და პატივს სცემდნენ.

საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ცნობილია, რომ ნანული შევარდნაძე უცხოელების მიერ ქართველი ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ ეს ხელს უწყობდა ქართველების დემოგრაფიულ პრობლემას. იხილეთ სრულად

myquiz