სახლი თბილისში Friends-ის მიხედვით, სადაც დარჩენა ნებისმიერ მსხურველს შეუძლია- რა ღირს ბინის ერთი დღით ქირაობა?
The One In Tbilisi - თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სიტკომის, Friends-ის გმირების სახლის ანალოგი შეიქმნა, რომელშიც ერთი დღე-ღამის გატარება, სერიალის მოყვარულებს 62$-ად შეუძლიათ.
ბინა ორთაჭალაში, დიმიტრი გულიას ქუჩაზე მდებარეობს და ის 2 ადამიანზეა გათვლილი.
ბინის მოწყობის იდეაც შოთა ანდრიაძეს, წლების წინ, საყვარელი სერიალის ნახვის შემდეგ გაუჩნდა.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალის „მეგობრების“ პრემიერა 1994 წლის სექტემბერში ტელეარხ NBC-ზე შედგა. იგი ეთერში 10 წლის განმავლობაში, 2004 წლამდე გადიოდა. ჯამში 10 სეზონისგან (236 ეპიზოდი) შემდგარი სიტკომი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტი გახდა და უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი „ემი“ მიიღო. ფინალურმა ეპიზოდმა მეოთხე ადგილი დაიკავა ტელესერიალთა უკანასკნელი ეპიზოდების რეიტინგში — პირდაპირ ეთერში იგი 52,5 მილიონმა ადამიანმა ნახა.