როგორი სახლები აქვთ ცნობილ ფეხბურთელებს? | Allnews.Ge

როგორი სახლები აქვთ ცნობილ ფეხბურთელებს?

წლების განმავლობაში ფეხბურთი ჩვეულებრივი თამაშიდან გლობალურ სახეობად ჩამოყალიბდა, რომელიც სპორტსმენებისთვის კოლოსალური შემოსავლის წყაროც არის. ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მათი შემოსავლის მეშვეობით ნამდვილ იმპერიას ქმნის. მათ შორის ფლობენ უძვირფასეს ვილებს:

დევიდ ბექჰემი - 39,5 მილიონი ფუნტი

1-1698412873-1698649333.jpg

პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირფასი რეზიდენციის მფლობელი დევიდ ბექჰემია, რომელიც ცნობილია ლონდონში მდებარე თავისი მდიდრული სახლით.

ქონება ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მისმა მეუღლემ ვიქტორიამ ჯერ კიდევ 2014 წელს 31,5 მილიონ ფუნტად შეიძინეს. შემდეგ მასზე დაახლოებით 8 მილიონი ფუნტი დახარჯეს.

სახლს აქვს ექვსი დიდი საძინებელი, რვა პროფესიონალურად დაპროექტებული სააბაზანო, სპორტული დარბაზი, ღვინის მარანი, კერძო თეატრი, სილამაზის სალონი და მიწისქვეშა ავტოფარეხი.

უეინ რუნი - 20 მილიონი ფუნტი

2-1698412885-1698649366.jpg

უეინ რუნი, ინგლისის და მანჩესტერ იუნაიტედის ცნობილი რეკორდსმენი, ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახლის მფლობელია. ჩეშირში მდებარე საცხოვრებელი უეინმა და მისმა მეუღლემ დააპროექტეს.

20 მილიონ ფუნტად შეფასებული ექვსი საძინებლიანი ვილა ნამდვილი სამოთხეა. მას აქვს რვა სველი წერტილი, კინოთეატრი, ღვინის სარდაფი და სათამაშო ოთახი. ასევე საცურაო აუზი, სპა და სავარჯიშო დარბაზი. იხილეთ სრულად

myquiz