ყველაზე ახალგაზრდა უმდიდრესი ქალი ისტორიაში- რა ქონებას ფლობს ტეილორ სვიფტი ახლა? | Allnews.Ge

ყველაზე ახალგაზრდა უმდიდრესი ქალი ისტორიაში- რა ქონებას ფლობს ტეილორ სვიფტი ახლა?

ტეილორ სვიფტის უამრავ რეკორდს კიდევ ახალი დაემატა — თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსი მილიარდერი გახდა. Bloomberg-ის მიხედვით, სვიფტის ქონების ღირებულება $1,1 მილიარდს შეადგენს.

ექსპერტები სვიფტს შესანიშნავ შემსრულებელთან და მუსიკოსთან ერთად, "ეკონომიკურ ფენომენსაც" უწოდებენ — ტეილორის ტურნემ, The Eras Tour-მა, ამ ზაფხულს აშშ-ის ეკონომიკის ზრდა გამოიწვია; მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში კონცერტის ბილეთების გაყიდვებით შემოსულმა თანხამ $2,2 მილიარდს მიაღწია.

taylor-swift-arrives-at-2022-mtv-vmas-at-prudential-center-news-photo-1698403842-1698490405.jpg

Eras 33 წლის პოპ მომღერლის ყველაზე ვრცელი ტურნეა, რომელიც მოიცავს 140-ზე მეტ კონცერტს ხუთ კონტინენტზე (ტურნე დაიწყო 2023 წლის მარტში და გაგრძელდება 2024 წლის ნოემბრამდე).

ტეილორ სვიფტი არტისტების იმ მცირე რიცხვში შედის, რომლებმაც მილიარდერის სტატუსს მხოლოდ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნით მიაღწია.

myquiz