ვინ არის კაცი, რომლის შემოქმედება უკვე 28 წელია პეკინის ქუჩაზე გამვლელების ყურადღებას იქცევს | Allnews.Ge

ვინ არის კაცი, რომლის შემოქმედება უკვე 28 წელია პეკინის ქუჩაზე გამვლელების ყურადღებას იქცევს

თბილისის ერთ-ერთ უბანში განთავსებული ეს ინსტალაცია უკვე 28 წელია გამვლელების ყურადღებას იქცევს. ავტომობილის სანომრე ნიშანზე დაწერილი რიცხვი "1995" განთავსების წელს გვამცნობს. შენობის კედელზე მიმაგრებული წითელი “ზაპოროჟეცი” მალევე იქცა შეხვედრების პოპულარულ ადგილად. ბნელი ტკბილი 90-იანების ბავშვებს კი გვიქმნიდა ილუზიას, რომ მანქანა მართლაც შეეჯახა კორპუსს.

ამ მოსაზრებას ავტომობილის გარშემო შენობაზე მიხატული „ბზარები“ გვიმყარებდა. „ზაპოროჟეცი“ ახლანდელი პეკინის 22-ში იმ დროს გამოჩნდა. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გარე რეკლამა ირაკლი ჩოდრიშვილმა მეგობრებთან ერთად განათავსა.

48372711-1092826084253076-7675133521756684288-n-1698306459.jpg

"ეს პატარა ობიექტი მე და ჩემმა აწგარდაცვლილმა მეჯვარემ, ვახტანგ ხომერიკმა, ვაჩუქეთ ჩვენს მეუღლეებს, მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. მისი შიდა ფართი სულ ერთი ციდა, 20 კვადრატული მეტრია. ის, ამავე დროს, ამ კორპუსის ქვეშ, პირველი კომერციული ფართია, ანუ პირველი მერცხალი.

5ca1f6f8d4fbc-w-h-1698306476.jpeg

აქედან გამომდინარე, დადგა საჭიროება ყურადღების მისაქცევად რაიმე ორიგინალური, საყვარელი და ფუნქციონალურად (წვიმის დროს) გამართული წინკარის მოწყობისა." - ამბობდა ირაკლი ჩოდრიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

myquiz