სად ცხოვრობს ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში მეუღლესთან ერთად? | Allnews.Ge

სად ცხოვრობს ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში მეუღლესთან ერთად?

22 წლის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­სულ კვი­რას 19 წლის ნიცა თა­ვა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ლი უხ­მა­უ­როდ ჩა­ივ­ლი­და, რომ არა რამ­დე­ნი­მე სტუმ­რის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თუ­ლი ფოტო, რო­მე­ლიც რო­გორც ქარ­თულ­მა, ისე უცხო­ურ­მა მე­დი­ამ აი­ტა­ცა.

60-კა­ცი­ა­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ქორ­წი­ლის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კვა­რა­ცხე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის რჩე­უ­ლია. ჩნდე­ბო­და კი­თხვა, თუ სად იცხოვ­რებ­და წყვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, რად­გან 19 წლის ნიცა თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია.

1-18-3-49370-1698124877.jpg

რა ფორ­მით გა­აგ­რძე­ლებს ის სწავ­ლას კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლის ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, უც­ნო­ბია, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ წყვი­ლი იტა­ლი­ა­ში იცხოვ­რებს. სახ­ლი, სა­დაც ამ­ჟა­მად კვა­რა­ცხე­ლია ცხოვ­რობს, ნე­ა­პო­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ღე­ბუ­ლი ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ორ­ჯერ შე­იც­ვა­ლა. იტა­ლი­ა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, ბინა ნე­ა­პო­ლის მახ­ლობ­ლად, კუ­მა­ში იქი­რა­ვა, თუმ­ცა მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ფეხ­ბურ­თელს ავ­ტო­მო­ბი­ლი, Mini Countryman, მო­პა­რეს. ფეხ­ბურ­თელ­მა ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ტყო­ბი­ნა პო­ლი­ცი­ას და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი იპო­ვეს.

"სწო­რედ ამ მი­ზე­ზით გა­და­წყვი­ტა ბი­ნის გა­მოც­ვლა, რად­გან ის საკ­მა­რი­სად უსაფრ­თხოდ არ მი­იჩ­ნე­ო­და", - წერ­და იმ­ჟა­მად იტა­ლი­უ­რი მე­დია. ის თავ­და­პირ­ვე­ლად ნე­ა­პოლ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ახლა უკვე ახა­ლი სახ­ლი აქვს, ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარ­გად და­ცულ უბან­ში. VIA TASSO-ს კომ­პლექ­სი ნე­ა­პო­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს და სახ­ლს 24-სა­ა­თი­ა­ნი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი ჰყავს. იხილეთ სრულად

myquiz