"შევალ "პრაიმჰაუსში" ოღონდ, ერთ პირობით" - რა შემთხვევაში მიიღებს ნიკა მელია "პრაიმჰაუსის" შემდეგ სეზონში მონაწილეობას? | Allnews.Ge

"შევალ "პრაიმჰაუსში" ოღონდ, ერთ პირობით" - რა შემთხვევაში მიიღებს ნიკა მელია "პრაიმჰაუსის" შემდეგ სეზონში მონაწილეობას?

ქართველი პოლიტიკოსი ნიკა მელია აცხადებს, რომ მზად არის პროექტ "პრაიმჰაუსში" წავიდეს, თუმცა ამას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გააკეთებს.

ამის შესახებ მელიამ “ტიკ-ტოკზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, როდესაც ერთ-ერთი გამომწერის კითხვას უპასუხა.

hausi-sakhli-w-h-1697971610.jpeg

მელიას თქმით, ის სიამოვნებით წავა გადაცემაში მხოლოდ ერთი პირობით, თუ მასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

“თუ პრაიმჰაუსში” დამიძახეს, მექნება ჩემი ერთი პირობა, რომელსაც არ გადავალ იმიტომ, რომ მარტო მოსაწყენი იქნება ჩემთვისა და თქვენთვისაც. ირაკლიც შემოიყვანონ, კობახიძე და ჩათვალეთ ჩემი თანხმობა გაქვთ.

საინტერესო იქნება. ერთი სიტყვით ჩემი თანმხობა გაქვთ, თუ ირაკლისაც დაითანხმებთ. შევალთ ორივე, თუ გართობაა, გავერთოთ ბოლომდე.”- ამბობს ნიკა მელია.

myquiz