სალომე ზურაბიშვილის ბებიის, მშობლებისა და მისი ახალგაზრდობის ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ | Allnews.Ge

სალომე ზურაბიშვილის ბებიის, მშობლებისა და მისი ახალგაზრდობის ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ

ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის ბებიის - ნინო ნიკოლაძის ფოტოს აქვეყნებს:

"ნინო ნიკოლაძე (მამაჩემს ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად უწერია 1872 წელი, საჯაროს ერთ-ერთ ფოტოზე მითითებულია 1873-1959) იყო ნიკო ნიკოლაძისა და ანა მაკაროვას, როგორც მაშინ იტყოდნენ „უკანონო“ შვილი.

ანა, როგორც ჩანს, მშობიარობას გადაყვა.როდესაც ნიკოს მეორე ცოლმა (პირველი იყო ბოგუმილა ზემიანსკაია/Bogumiła Ziemiańska) ოლღა გურამიშვილმა ბავშვის არსებობის შესახებ შეიტყო, 12იოდე წლის ნინო პეტერბურგის პანსიონიდან გამოიყვანეს, საქართველოში ჩამოიყვანეს და მათ ბავშვებთან - რუსუდანთან, გიორგისთან და თამართან ერთად იზრდებოდა.1895 წელს ნინო ცოლად გაჰყვა ცნობილ იურისტსა და საზოგადო მოღვაწეს ივანე ზურაბიშვილს.

ფოტო ნიკო ნიკოლაძის: ნინო თავის უმცროს დასთან - თამართან ერთად - 1893 წელს, დიდ ჯიხაიშში.

(ეროვნული არქივის ფოტო)".

393923913-10161123282794882-4396977371706289193-n-1697799769-1697890911.jpg

თავად სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული სათვისტომოს თავჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში.

სალომეს დედა, ზეინაბ კეიდია, ულამაზესი ქალბატონი გახლდათ და ბევრი თაყვანისმცელიც ჰყოლია. ლევან ზურაბიშვილს ცხოვრება საფრანგეთში ემიგრაციის დროს დაუკავშირა. წყვილმა პარიზში იქორწინა მალე ვაჟი, ოთარი შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი - ქალიშვილი სალომე.

ზეინაბ კედია და ლევან ზურაბიშვილი

einab-kedia-da-levan-zurabishvili-1697799896-1697890926.jpg

ზეინაბ კედია საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის, მექი კედიასა და აგრაფინა თავართქილაძის ქალშვილი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ მისი მამა საქართველოდან სტამბოლში წასულა მეუღლესთან ერთად, რომელიც მაშინ ზეინაბზე ყოფილა ორსულად და ბავშვი 1921 წლის 8 ივლისსში სტამბულში გაჩნდა. თურქეთში ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სალომეს ბებია და ბაბუა დედის მხრიდან პარიზში გადასულან საცხოვრებლად.

რაც შეეხება სალომეს მამას, ლევან ზურაბიშვილს, იგი ქუთაისში დაიბადა. როგორც აღინიშნა, ის ცნობილი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის შვლიშვილი გახლდათ. სალომეს ბებია, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო, ხოლო ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი - იურისტი. იხილეთ სრულად

myquiz