ვინ არის ბიზნესმენი, რომლის კომპანიაში დასაქმებულთა 80% ქალია და რომელიც თავის დროზე სასიმამრომ სიღარიბის გამო დაიწუნა? | Allnews.Ge

ვინ არის ბიზნესმენი, რომლის კომპანიაში დასაქმებულთა 80% ქალია და რომელიც თავის დროზე სასიმამრომ სიღარიბის გამო დაიწუნა?

პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი, ბიზ­ნეს­მე­ნი დი­მიტ­რი კირ­ხა­ნი­დი ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო სა­სი­ძოა: სიმ­პა­თი­უ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და რო­გორც ამ­ბობს, ადა­მი­ა­ნი მავ­ნე ჩვე­ვე­ბის გა­რე­შე. დი­მიტ­რი მზა­დაა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნას, ოღონდ ერთი პი­რო­ბით, ქალ­მაც უნდა გა­ი­ღოს მსხვერ­პლი და თავი მე­უღ­ლეს მი­უ­ძღვნას; კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ზე ფიქ­რის ნაც­ვლად, ქმარ­ზე, ოჯახ­ზე იზ­რუ­ნოს...

- და­ვამ­თავ­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. და­ახ­ლო­ე­ბით სამი წელი ვი­მუ­შა­ვე აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში, მერე კი სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის აწყო­ბა გა­დავ­წყვი­ტე და ფიქ­რი საქ­მედ ვაქ­ციე: ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია, სა­დაც უკვე ოცამ­დე ადა­მი­ა­ნი მყავს და­საქ­მე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­წევთ ბუ­ღალ­ტრულ, იუ­რი­დი­ულ, სა­სა­მარ­თლო­სა და ექ­სპორტ-იმ­პორტთან და­კავ­ში­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას. კომ­პა­ნია ახა­ლი გახ­სნი­ლი იყო, როცა ჩა­მო­ვი­და მსხვი­ლი ინ­ვეს­ტო­რი - ებ­რა­ე­ლი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა, ან­გა­რი­შე­ბი გახ­სნა, იყი­და მიწა, მო­ი­გო ტენ­დე­რი, აა­შე­ნა სას­ტუმ­რო... ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერ­ში კომ­პლექ­სუ­რად და­ვეხ­მა­რეთ და ახლა ბი­ნად­რო­ბაც მი­ი­ღო. მან ჩვე­ნი ოც­და­ა­თი­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა, რისი შე­თა­ვა­ზე­ბაც შეგ­ვეძ­ლო. ასე­თი კლი­ენ­ტი ჩემ­თვი­საც სტი­მუ­ლის მომ­ცე­მი იყო. უკვე მივ­ხვდი, რომ ეს გზა გა­ა­მარ­თლებ­და.

- ბავ­შვო­ბის წლე­ბი­დან რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო მი­ამ­ბეთ...

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში, ისე­ვე, რო­გორც ჩემი მშობ­ლე­ბი, მაგ­რამ წარ­მო­შო­ბით პონ­ტო­ე­ლი ბერ­ძე­ნი ვარ. ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ნახ­ვა, ახა­ლი კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა. ბავ­შვო­ბა­შიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­ზი­დავ­და. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ თურ­მე სამ წლამ­დე სა­ერ­თოდ არ ვლა­პა­რა­კობ­დი და ამის გამო ექიმ­თან მი­მიყ­ვა­ნეს, რო­მელ­მაც დე­დას უთხრა: ნუ გე­ში­ნი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ახლა კი არ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ როცა სა­უ­ბარს და­ი­წყებს, მერე ვე­ღარ გა­ა­ჩე­რებ­თო (იცი­ნის).

biznesmen123-66743-1697869433.jpg

- მი­თხრეს, რომ თქვენ მიერ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 80% ქა­ლია...

- იმი­ტომ, რომ ქალი თა­ნამ­შრო­მე­ლი უფრო სტა­ბი­ლუ­რია, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი. გა­მოც­დი­ლე­ბამ მიჩ­ვე­ნა, რომ და­საქ­მე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი უფრო ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოჰ­ყავს. ქა­ლებს კი უად­ვილ­დე­ბათ პრე­ტენ­ზი­ულ ინ­ვეს­ტო­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბაც, სი­ტუ­ა­ცი­ის უკეთ და­ლა­გე­ბის უნა­რიც აქვთ და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის­გან, ალ­კოჰოლ­თან მე­გობ­რო­ბის­გა­ნაც შორს არი­ან. მერ­წმუ­ნეთ, სა­დაც ფუ­ლია, იქ ქალი უფრო კარ­გად მუ­შა­ობს, ციფ­რებ­თან მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz