ვინ არის კაცი, რომელმაც 15 000$ დახარჯა, რათა ძაღლს დამსგავსებოდა?- „მე გადავწყვიტე, თავი დავანებო ადამიანობას და ძაღლი გავხდე“ | Allnews.Ge

ვინ არის კაცი, რომელმაც 15 000$ დახარჯა, რათა ძაღლს დამსგავსებოდა?- „მე გადავწყვიტე, თავი დავანებო ადამიანობას და ძაღლი გავხდე“

მსოფლიოში უმარავი უცნაური ადამიანი ცხოვრობს. ზოგს უზარმაზარი სახლი და ძვირადღირებული მანქანა უნდა, ზოგს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ზოგსაც იდეალურად გამოიყურებოდეს. თუმცა, გქონიათ ოდესმე სურვილი, რომ ცხოველს დამსგავსებოდით?! როგორც ჩანს არსებობს კაცი, რომელსაც ეს სურვილი ჰქონდა და ოცნების ასრულება შეძლო.

საქმე იმაშია, რომ ცხოველების მოყვარულმა იაპონელმა კაცმა, სახელად ტოკომ განაცხადა, რომ ყოველთვის ჰქონდა ოცნება გადაქცეულიყო ცხოველად. მან ამ ოცნების ასრულება ორ მილიონ იენად (დაახლოებით 15,000$) შეძლო.

ამ ფასად დაამზადა კოსტიუმი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავდა ძაღლის ჯიშს კოლის. კაცმა მისი ტრანსფორმაციის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

mega973284-022-57219-1697789700.jpg

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უჩვეულოა ეს ოცნება, გასაკვირი არ არის, რომ ვიდეოები ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გახდა ვირუსული. ამ კად­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­სენ­სა­ცია გახ­და. ამ დრო­ის­თვის ვი­დე­ოს არც მეტი, არც ნაკლები 7.5 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს!

აღმოჩნდა, რომ კოლი მისი საყვარელი ძაღლის ჯიშია! გარდა ამისა, რადგან კოლის აქვს გრძელი ბეწვი, ის შესანიშნავი არჩევანი იყო ადამიანის ფორმის დასამალად.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტოკო თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბის ერ­თგუ­ლია, მა­მა­კა­ცი ამ­ჯო­ბი­ნებს, რომ მისი უჩ­ვე­უ­ლო სურ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ახ­ლობ­ლებ­თან არ ისა­უბ­როს.

"ამა­ზე მე­გობ­რებს იშ­ვი­ა­თად ვე­სა­უბ­რე­ბი, რად­გან მე­ში­ნია, რომ გა­მაკ­რი­ტი­კე­ბენ და იფიქ­რე­ბენ, რომ უც­ნა­უ­რი ვარ", - ამ­ბობს ია­პო­ნე­ლი, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არ ჩნდე­ბა.

f6cc5f815c1e4e038a58ad4e0e17194e-1697789732.jpg

გამომდინარე იქიდან, რომ ტოკოს სურდა კოსტიუმი მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო, დაიქირავა კომპანია Zeppet-ის თანამშრომლები, რომელიც ცნობილია რეკლამებისა და ფილმებისთვის მოდელებისა და ქანდაკებების შექმნით.

თუმცა, ამ კოსტიუმის შექმნა მათი დიზაინერებისთვის ადვილი საქმე არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას 40 დღე და მრავალი ცდა დასჭირდათ, რომ სწორი ფორმები მიეღოთ.

3b788fbb701e6ed8c7c158c1105536d7-1697789751.jpg

„იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანისა და ძაღლის აგებულება ძალიან განსხვავებულია. დიდი დრო დავხარჯეთ იმის შესწავლაში, თუ როგორ უნდა მიგვეღო იდეალური მსგავსება. გარდა ამისა, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოები მოვაგროვეთ, რათა ყველა მხრიდან ზუსტად ძაღლის შესაბამისი ფორმები მიგვეღო“, — განმარტავს Zeppet-ის წარმომადგენელი, რომელსაც მამაკაცმა კოსტიუმის შეკერვა დაუკვეთა.

გარდა ამისა კოსტიუმის შემქმნელებს გარკვეული პერიოდი მოუწიათ შეესწავლათ კოლის გარეგნობა, რათა კოსტიუმი მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო. საბედნიეროდ, ყველა ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო და ტოკოს ძაღლის კოსტიუმი წარმატებული აღმოჩნდა.

mega973284-026-e1690723437859-1024x538-57253-1697789769.jpg

ოცნების ასრულების შემდეგ ტოკო აქვს თავის youtube არხი, სადაც აღწერს თუ როგორია მისი ცხოვრება ცხოველის ამპლუაში. მის ვიდეოებში ჩანს, როგორ თამაშობს ტოკო პინგ-პონგს, ფრიალებს, ტრიალებს და ცხოველებს ეხუტება.

myquiz