რომელია ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული წიგნები მსოფლიოში? | Allnews.Ge

რომელია ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული წიგნები მსოფლიოში?

1978 წელს “გუტენბერგის ბიბლიის“ მხოლოდ 48 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, პირველი ნაბეჭდი წიგნი, 2 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. ის ისტორიაში შევიდა ყველაზე ძვირად ღირებულ წიგნად, რომელიც პირველად გაიყიდა მილიონობით დოლარად. თუმცა, დღეს ის ტოპ 20-შიც კი არ შედის, რადგან არსებობს ისეთი ეგზემპლარებიც, რომლებიც მასზე ძვირად გაიყიდა.

მორმონის წიგნი - 35 მილიონი აშშ დოლარი

1-1697203790-1697442887.jpg

2017 წელს იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიამ (უფრო ცნობილია, როგორც მორმონის ეკლესია) იყიდა მორმონის წიგნის სტამბური ხელნაწერი. ეს არის მორმონის ეკლესიის დამაარსებლის, ჯოზეფ სმიტის მიერ, 1830 წელს გამოქვეყნებული წმინდა ტექსტის ყველაზე ძველი შემორჩენილი ასლი.

ზენგ გონგის “წერილი მეგობარს“ - 31,73 მილიონი აშშ დოლარი

2-1697203799-1697442907.jpg

მე-11 საუკუნის მეცნიერის და მწერლის ზენგ გონგის 124 სიმბოლოსგან შემდგარი წერილი 2016 წელს აუქციონზე ჩინელ კინომაგნატმა, ხელოვნებისა და ისტორიული ნივთების ცნობილმა კოლექციონერმა, ვანგ ჟონჯუნმა 207 მილიონ იუანად (31,73 მილიონი აშშ დოლარად) იყიდა. წერილის ღირებულება თითქმის გაორმაგდა 2009 წელს.

ლეიცესტერის კოდექსი (Codex Leicester) – 30,8 მილიონი აშშ დოლარი

3-1697203807-1697442935.jpg

მაიკროსოფტის დამფუძნებელმა და პლანეტის ერთ დროს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბილ გეითსმა 1994 წელს 30,8 მილიონ დოლარად აუქციონზე იყიდა და ვინჩის „Codex Leicester“. 2018 წელს გეითსმა კოდექსის გვერდები გააციფრულა, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს ხელნაწერი „დაათვალიერონ“. იხილეთ სრულად

myquiz