როგორი იქნება 2024 წელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის, ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების მიხედვით? | Allnews.Ge

როგორი იქნება 2024 წელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის, ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების მიხედვით?

ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას წინასწარმეტყველებას ხშირად განიხილავენ. წინასწარმეტყველმა წლების მიხედვით მთავარი საფრთხეების, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და კატასტროფების შესახებ დეტალურად აღწერა.

2024 წლისთვის ვანგამ თქვა, რომ დედამიწაზე კლიმატური კატასტროფები კიდევ უფრო გააქტიურდება. გამოჩნდება ძლიერი ქარიშხალი, ტორნადო, რომელიც ძალიან დიდ ზარალს გამოიწვევს. გარდა ამისა, წინასწარმეტყველმა თქვა, რომ წყნარი ოკეანის აუზში დამანგრეველი მიწისძვრები გააქტიურდება. შესაძლოა, იქ გიგანტური ასტეროიდი ჩავარდეს და დიდი წყალდიდობაც გამოიწვიოს.

ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2024 წელი განსაკუთრებით ცხელი იქნება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს. თუკი, 2023 წელს ძლიერმა სიცხემ ბევრი ადამიანი შეაწუხა, ვანგამ თქვა, რომ 2024 წელს ამასთან შედარებით, გაცილებით რთული მდგომარეობა იქნება.

2024 წლისთვის ბულგარელმა წინასწარმეტყველმა გლობალური კონფლიქტი იწინასწარმეტყველა, რომელიც შეიძლება, მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდეს. ეს იმდენად მასშტაბური იქნება, რომ მსოფლიო მოსახლეობის მკვეთრად შემცირებას გამოიწვევს. ვანგამ ასევე ბირთვული კატასტროფაც იწინასწარმეტყველა, რომელიც ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით იქნება გამოწვეული.

22-1697098540-1697183126.jpg

2024 წლისთვის ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაც გამოქვეყნდა. მისი ბევრი წინასწარმეტყველება არაერთხელ გამართლდა, ამიტომაც ხშირად ამ ინფორმაციას განსაკუთრებით ელოდებიან.

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თანახმად, 2024 წლისთვის ჩინეთი მნიშვნელოვან გაფართოებას განიცდის და შესაძლოა სხვა ძალები დაჩრდილოს. ამრიგად, შეიძლება, ჩინეთი მსოფლიოს უპირობო ლიდერი გახდეს. 2024 წელს რევოლუციური სამედიცინო მიღწევების წინაშე დავდგებით. იხილეთ სრულად

myquiz