იცოდით, ვის ეკუთვნის თბილისის მეტროს ცნობილი ხმა?- გაიცანით "მეტროს ხმა" | Allnews.Ge

იცოდით, ვის ეკუთვნის თბილისის მეტროს ცნობილი ხმა?- გაიცანით "მეტროს ხმა"

„შემდეგი სადგური - რუსთაველი“, „გთხოვთ ნუ მიეყრდნობით კარს“, „ბოლო გაჩერება- გადასასვლელი მეორე ხაზზე“ - ეს ის ფრაზებია, რომლებიც თბილისის მეტროს მგზავრებს ყოველდღიურად ესმით. 300 000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად ისმენს კარგად ნაცნობს ხმას, რომელიც სადგურებს შორის გადაადგილებას უმარტივებს.

metro-12-1696932691.jpg

ალბათ ბევრჯერ დაფიქრებულხართ, თუ ვინ იმალება ყველასთვის ნაცნობი ხმის მიღმა. შეიძლება ისიც გიფიქრიათ, საერთოდ რეალურ ადამიანს ეკუთვნის თუ არა ეს ხმა.

გვანცა ლაღიძე - მეტროს მგზავრების საუკეთესო მეგობარია. უკვე 12 წელია, რაც თბილისის მეტროში მისი ხმა ისმის. მეტროს ცნობილი ხმა, განსაკუთრებით უყვართ პატარა გოგონებს, ის არის პირველი ქართული მოლაპარაკე თოჯინის - ტასოს ხმაც.

gvanca-lagize-2-1696932616.-ფოტო-ნინო-ბაიდაური-1100x733.jpg

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა რომელიც შეუქმნია - მეტროს ხმაა.

"ძალიან მიყვარდა მეტროთი მგზავრობა, თუმცა ბავშვობის შემდგე მეტროთი ნაკლებად ვსარგებლობ. ბევრმა მითხრა, რა კარგია, მეტროში შენი ხმა გვესმის. მეტროს ხმა დიდ აუდიტორიასთან გაკავშირებს. ცხადია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მნიშვნელოვანია ხმაც იყოს მოტივატორი. ჩემი აზრით გამოვიდა."- აცხადებს ის „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

გვანცა ლაღიძე ამასთან სერიალებსაც ახმოვანებს. ამ ეტაპზე ის თურქული სერიალების გახმოვანებაზე მუშაობს. ერთდროულად ის რამდენიმე პერსონაჟს ახმოვანებს.

303618607-6017922098235944-8892090663416078217-n-1696932632.jpg

"როგორც წესი ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს ვახმოვანებ ხოლმე სერიალში. ამიტომ ხშირად მიწევს ხმების ცვლილება პერსონაჟების მიხედვით. ამაშია სირთულე, ხმა უნდა მოარგო პერსონაჟსა და ასაკს. ამავდროულად არ უნდა გადაამეტო."- აცხადებს ის.

„რუსთავი 2-თან“ საუბრისას, გვანცამ ასევე განაცხადა რომ წლების წინ მკერდის სიმსივნე ჰქონდა და მისი დამარცხება შეძლო.

myquiz