როდის და რატომ შეიქმნა "ჰამასი"? - ტერორისტული ორგანიზაციის ისტორია და სტრუქტურა | Allnews.Ge

როდის და რატომ შეიქმნა "ჰამასი"? - ტერორისტული ორგანიზაციის ისტორია და სტრუქტურა

შა­ბათს, 7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ზე "ჰა­მა­სმა“ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მათ შო­რის ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბის გას­რო­ლით; ასე­ვე მებ­რძო­ლე­ბის შე­ტე­ვით სახ­მე­ლე­თო, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო გზით. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პი­რო­ბა დადო, რომ "მტე­რი ისეთ სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს“. ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნეტ­მა ის­რა­ე­ლის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის მე-40 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად ომი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და.

რა არის "ჰა­მა­სი"?

ჰა­მა­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­წყის ეტა­პად 1960-იანი წლე­ბი მი­იჩ­ნე­ვა - რო­დე­საც ეგ­ვიპ­ტის ქა­ლაქ ალექ­სან­დრი­ა­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუფ­მა და­ა­არ­სა ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "ის­ლა­მუ­რი სტუ­დენ­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცია.“ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის­ლა­მურ საძ­მოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და 1970-იან წლებ­ში პა­ლეს­ტი­ნა­ში მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად იქცა.

1980-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ "ის­ლა­მუ­რი საძ­მოს“ დარ­ბე­ვა და­ი­წყო. სა­პა­სუ­ხოდ, ლი­დე­რე­ბის ჯგუფ­მა, მათ შო­რის შეიხ აჰ­მედ ია­სინ­მა 1987 წელს შე­და­რე­ბით უფრო მებ­რძო­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჰა­მა­სი“ - "ის­ლა­მუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა“ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია "პა­ლეს­ტი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ის­რა­ე­ლის ოკუ­პა­ცი­ის­გან“. მისი და­არ­სე­ბის თა­რი­ღად სწო­რედ ეს წელი მი­იჩ­ნე­ვა.

ezgifcom-webp-to-jpg-8-57321-1696915594.jpg

ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა

"ჰა­მა­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ყო­ფი­ლია მის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ბი­უ­რო­სა და ღა­ზა­ში არ­სე­ბულ მთავ­რო­ბას შო­რის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ისე­ვე, რო­გორც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის, ლე­გი­ტი­მუ­რი ლი­დე­რი, პა­ლეს­ტი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი, მაჰ­მუდ აბა­სია. ხში­რად, ჰა­მა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­ხე­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც სხვა მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ, კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და რთუ­ლი და­სად­გე­ნია - რე­ა­ლუ­რად ვინ აკონ­ტრო­ლებს ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს და ვის ხელ­შია რე­ა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში თა­ნაბ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სამ­ხედ­რო, პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბი. სა­ერ­თო ჯამ­ში, "ჰა­მა­სი" მოქ­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა იდე­ო­ლო­გი­აა, და რო­გორც პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, ერთი ან მეტი ლი­დე­რის სიკ­ვდი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აფერ­ხებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­ბო­ლო­ოდ მის დაშ­ლას არ/ვერ იწ­ვევს.

პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­რო

ჰა­მა­სის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­რო, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მხრივ, წამ­ყვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტია. ბი­უ­როს მთა­ვა­რი ოფი­სი მდე­ბა­რე­ობ­და და­მას­კო­ში, სი­რი­ა­ში, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის­კენ მიმხრო­ბის გამო, პრე­ზი­დენ­ტმა ბა­შარ ალ-ასად­მა მოს­თხო­ვა ბი­უ­როს წევ­რებს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა და დღეს, ჰა­მა­სის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­რო საქ­მი­ა­ნო­ბას ყა­ტარ­ში გა­ნაგ­რძობს.

შუ­რას საბ­ჭოგა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი მთა­ვა­რი ორ­გა­ნო შუ­რას საბ­ჭოა (სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო), რომ­ლის წევ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ რო­გორც ღა­ზას შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. შუ­რას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია მთე­ლი რიგი კო­მი­ტე­ტე­ბი და ქვე­კო­მი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე - სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. იხილეთ სრულად

myquiz