მათში უზარმაზარ თანხებს იხდიან - მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შინაური ცხოველები | Allnews.Ge

მათში უზარმაზარ თანხებს იხდიან - მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შინაური ცხოველები

გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ამ იშვიათი ეგზემპლარების შესაძენად ასტრონომიული თანხები გადაიხადონ. სახლში ზაზუნას და თუთიყუშის ყოლა სასიამოვნოცა არის და ჩვეულიც, თუმცა ბოლო დროს ადამიანებს ეგზოტიკა უფრო იზიდავთ და მზად არიან ამ მხრივ გაინებივრონ თავი და ეგზოტიკურ შინაურ ცხოველებში მილიონები იხადონ.

ტიბეტური მასტიფი

cx11-1696482818.jpeg

ტიბეტური მასტიფის ლეკვი 8 000 დოლარი ღირს. ეს მისი საბოლოო ფასი სულაც არა არის, ზოგჯერ მოთხოვნილი თანხა მეტიც არის ან ნაკლები, თუმცა ამ შემთხვევაში დიდი ალბათობაა იმისა, ძაღლი უჯიშო იყოს. ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ჩინელმა მაგნატმა ამ ჯიშში 1,5 მლნ დოლარიც კი გადაიხადა. დიახ, ხალხი მზად არის სერიოზული თანხა გადაიხადოს სახეობაში, რომელიც 5000 წლის წინ ტიბეტის მონასტრებს იცავდა, ახლა კი გადაშენების პირას არის.

ჰოლანდ ლოპი

cx2-1696482831.jpeg

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ამ ჯიშის კურდღელი ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში. მისი ფასი 1000 დოლარს აღწევს. საინტერესოა, რომ ეს კურდღელი საშუალოდ 10 წელი ცოცხლობს.დიდი მოთხოვნით სარგებლობს აგრეთვე ახალზელანდიური თეთრი კურდღელი, ისინი აუქციონზე 500 დოლარად იყიდებიან. სწორედ ამ ჯიშის გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კურდღელი, რომელსაც საკუთარი დაცვაც კი ჰყავს.

სამეფო პითონი

cx3-1696482863.jpeg

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა სახლში ეგზოტიკური ცხოველების ყოლა, მაგალითად, პითონის. ამ შემთხვევაში ცხოველი ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებს, ერთი, რომ აკმაყოფილებს პატრონის პატივმოყვარეობას და მეორე, იცავს მასპინძელს არასასურველი სტუმრებისგან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ქვეწარმავლის ყიდვის სურვილით ბევრი ადამიანი ნამდვილად არ გამოირჩევა.

სავანა

cx4-1696482875.jpeg

ეს კატების ყველაზე ძვირადღირებული ჯიშია მთელ მსოფლიოში. ის შინაური კატის და აფრიკული სერვალის ჰიბრიდია. მას აქვს გრძელი ფეხები, ხშირი, ლაქებიანი ბეწვი და სპეციფიკური ყურები, რომელიც მის ველურ წინაპარს გაგახსენებთ. იხილეთ სრულად

myquiz