"უკდიურეს გაჭირვებაში გავიზარდე"- როგორ გამოიყურებოდა გივი სიხარულიძე ახალგაზრდობაში? - მსახიობი ბავშვობის წლებს ისხსენებს | Allnews.Ge

"უკდიურეს გაჭირვებაში გავიზარდე"- როგორ გამოიყურებოდა გივი სიხარულიძე ახალგაზრდობაში? - მსახიობი ბავშვობის წლებს ისხსენებს

ცნობილი ქართველი მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი და ჩოგბურთელი გივი სიხარულიძე ახლა 78 წლისაა. მრავალი პროფესიისა და გამოცდილების პარალელურად მას არაერთი წარმატებისთვის აქვს მიღწეული.

ის 1961 წელს სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც 1969 წლამდე სწავლობდა.

მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით „გასეირნება“. შემდეგ მოდიოდა ფილმები როგორიცაა: „ჭიდაობას რა უნდა“, „ტურანდოტი“ და „დაუმთავრებელი პორტრეტი“. მსახიობმა სახელი გაითქვა ფილმით „უძინართა მზე“ და სერიალით „ცხელი ძაღლი“.

1988 წლიდან 2006 წლამდე გივი იყო ქართული ხალხური ცეკვის დასი „თბილისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი ქორეოგრაფი.

გთავაზობთ ამონარიდებს, სადაც ის განვლილ ცხოვრებას და ბავშვობის წლებს იხსენებს. სტატიაში ასევე არის გივი სიხარულიძის ახალგაზდობის ფოტოები, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

"რუსი დედა მყავ­და - ტა­ლა­ლა­ე­ვა ეთე­რი თე­ო­დო­რის ასუ­ლი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქალი იყო. თა­ვი­სი დედა ყვე­ლას ლა­მა­ზი ჰგო­ნია, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. მამა, დი­მიტ­რი სი­ხა­რუ­ლი­ძე, ბრგე ვაჟ­კა­ცი იყო. მამა სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ, დედა - რუ­სუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი. მამა დე­და­ზე ათი წლით უფ­რო­სი იყო. ერ­თმა­ნეთს თბი­ლი­სის ქუ­ჩა­ში შეხ­ვდნენ, გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი და მა­მამ მი­ა­კი­თხა. დედა თბი­ლი­სე­ლი იყო, მა­მას თბი­ლის­ში ბინა არ ჰქონ­და. ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი. მას ერთი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სომ­ხის ქალი. ის ქალი აკა­დე­მი­კო­სის შვი­ლი იყო. ზა­ფხულ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად რომ მი­დი­ოდ­ნენ, მა­მას სახ­ლის გა­სა­ღებს უტო­ვებ­დნენ. ენ­დო­ბოდ­ნენ მა­მას, რომ არ გა­ქურ­დავ­და. ერთ ზა­ფხულს ამ სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა დედა და უთხრა, ჩე­მი­აო. დედა გა­და­ი­რია, კა­რა­და­ში "ნორ­კი­სა" და "კა­რა­კუ­ლის" ქურ­ქე­ბი ეკი­და. ჩემი მშობ­ლე­ბი ამ ამ­ბავს რომ იხ­სე­ნებ­დნენ, სი­ცი­ლით კვდე­ბოდ­ნენ. დე­დას უკი­თხავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­სი­აო და მა­მას უთ­ქვამს, შენ­თვის მაქვს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ყი­დიო. საყ­ვა­რელს რვა­ო­თა­ხი­ა­ნი ბინა ჰქონ­და, დედა ცო­ლად რომ მო­იყ­ვა­ნა, ერ­თო­თა­ხი­ან ნა­ქი­რა­ვებ­ში შე­ვიდ­ნენ.

784sixarulidzeeee-1-1696321018.jpg

- სა­ხე­ლი რო­გორ შე­გირ­ჩი­ეს?

- არ ვიცი, ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­არ­ჩი­ეს, მაგ­რამ სას­ტი­კად არ მომ­წონს ჩემი სა­ხე­ლი. შვი­ლებს ავუკ­რძა­ლე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის ჩემი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა. გივი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხე­ლია. მე რომ მკი­თხოთ, კაცს თა­ვი­სი ქცე­ვის მი­ხედ­ვით უნდა და­არ­ქვა სა­ხე­ლი. ჩემი ამ­ხა­ნა­გი გვა­რად ლო­მა­ძეა და ჯე­ი­რა­ნი ჰქვია. მეტ­რა და ათი სან­ტი­მეტ­რია და გა­ჩხი­კუ­ლია. ის ლო­მა­ძე შე­იძ­ლე­ბა იყოს და ჯე­ი­რა­ნი ერ­ქვას? შე­უ­სა­ბა­მო­ბაა აშ­კა­რად მის სა­ხელ­სა და გა­რეგ­ნულ იერს შო­რის.

- რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნეთ, გა­ჭირ­ვე­ბა­ში იზ­რდე­ბო­დით.

- მამა 1946 წელს პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებ­ზე და­ი­ჭი­რეს. მა­შინ მამა ბა­თუმ­ში გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო, ასე­ვე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. არ­ხან­გელსკში რომ გა­და­ა­სახ­ლეს, და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი წე­ლი­წა­დი გვი­ჭირ­და. სა­წყა­ლი დე­და­ჩე­მი ვი­რი­ვით შრო­მობ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და. 1953 წელს მა­მას ამ­ნის­ტია შე­ე­ხო. 1954-ში დაბ­რუნ­და და ისევ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ჯერ პარ­ტი­ა­ში აღად­გი­ნეს, მერე ისევ მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და და ბო­ლოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-სომ­ხურ-ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გახ­და, სა­დაც 40 წელი იმუ­შა­ვა.

56119942-1963046637140782-867990530921857024-n-1696321101.png

- როგორი ბავშვი იყავით?

- როგორც ყველა, ძალიან ცელქი, მშობლებს არ ვუჯერებდი. ვაკეთბდი ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს, რასაც მარიგებდნენ.

- რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დით?

- პირ­ვე­ლად ვო­რონ­ცოვ­ზე მე­ცხრა­მე­ტე ვაჟ­თა სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ სკო­ლი­დან 71-ეში გა­და­ვე­დი, სა­დაც ებ­რა­ე­ლებ­თან ერ­თად ვსწავ­ლობ­დი. ივ­რი­თიც ვიცი. ებ­რა­ე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად სწავ­ლობ­დნენ, არ იცოდ­ნენ და მე ვი­ცო­დი მათი ენა. ებ­რა­ე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, არ არ­სე­ბობს ძალა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, წინ აღუდ­გეს დიდ სურ­ვილს. როცა კაცს სურ­ვი­ლი აქვს, ის აუ­ცი­ლებ­ლად ნე­ბის­მი­ერ ენას ის­წავ­ლის.

87156745-2515309848733001-4307047540060061696-n-1696321060.jpg

გივი სიხარულიძე ფილმში "ჭიდაობას რა უნდა"

- სკო­ლა ბევ­რჯერ შე­გიც­ვლი­ათ და ამან სწავ­ლა­ზე გავ­ლე­ნა ხომ არ მო­ახ­დი­ნა?

- ვერ გე­ტყვით, სწავ­ლით თავს ვიკ­ლავ­დი-მეთ­ქი. წიგნ­ში ჩა­ხედ­ვაც კი მე­ზა­რე­ბო­და, მაგ­რამ არ მე­რი­დე­ბა იმის თქმა, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ვი­ყა­ვი. გაკ­ვე­თილს ერთხელ თვალს რომ გა­და­ვავ­ლებ­დი, მა­შინ­ვე ვი­მახ­სოვ­რებ­დი. სკო­ლა სა­შუ­ა­ლო ნიშ­ნებ­ზე და­ვამ­თავ­რე. ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვა­ბა­რებ­დი, სა­ერ­თოდ არ მოვმზა­დე­ბულ­ვარ. უბ­რა­ლოდ, ორი კვი­რა ჩა­ვუ­ჯე­ქი წიგ­ნებს. რა­ღა­ცებს გა­დავ­ხე­დე. ფი­ზი­კა­ში ოთხი­ა­ნი მი­ვი­ღე. ქი­მი­ა­ში კი - სა­მი­ა­ნი. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში ვა­ბა­რებ­დი. ქარ­თუ­ლის გა­მოც­და­ზე რომ გა­ვე­დი, მო­ვი­და თემა - გმირ­თა სა­ხე­ე­ბი ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში დავ­წე­რე ერთი თა­ბა­ხი და გა­მო­ვე­დი. მახ­სოვს, მა­შინ მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა, შენ არც მე და არც შენს თავს პა­ტივს არ სცემ და ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი გა­მო­გი­ვაო. ძა­ლი­ან გამ­წარ­და, სხვა არა­ფე­რი უთ­ქვამს. ჩხუ­ბი არ იცო­და, წა­მო­ვე­დით გა­მოც­დი­დან. ნიშ­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე აღარც მივ­სულ­ვარ.

იმ პე­რი­ოდ­ში უკვე სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლში ვცეკ­ვავ­დი. ვი­ფიქ­რე, არ მინ­და სწავ­ლა-მეთ­ქი. მე­ზო­ბე­ლი ჩემ­თან ერ­თად აბა­რებ­და. მი­თხრა, რა­ტომ არ მოხ­ვე­დი, ოთხი­ა­ნი და­გი­წე­რე­სო. მა­მა­ჩე­მი ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლა. მარ­თლა მაგ­რად დავ­წე­რე. გრა­მა­ტი­კა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც ვერ ვერ­კვე­ო­დი, მაგ­რამ პე­და­გო­გე­ბი, რო­გორც ჩანს, მიხ­ვდნენ, რომ ვაზ­როვ­ნებ­დი და ზო­გან სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბი და­წე­რეს. ზო­გან მეც დავ­სვამ­დი სწო­რად სას­ვენ ნი­შანს და იმი­ტომ მი­ვი­ღე ოთხი­ა­ნი. ასე გავ­ხდი სტუ­დენ­ტი, აგ­რო­ნო­მო­ბა არა­ფერ­ში გა­მო­მი­ყე­ნე­ბია. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სო­ლის­ტი გავ­ხდი. შემ­დე­გი ფოტო, სა­დაც ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი, ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძე და მე ვარ, ერთ-ერთი გას­ტრო­ლის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

785sixarulidzeeee-2-1696321088.jpg

- სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რეთ?

- რა თქმა უნდა, და­ვამ­თავ­რე. სწავ­ლით არც უმაღ­ლეს­ში ვიკ­ლავ­დი თავს. მა­შინ სულ ჩა­წყო­ბე­ბი იყო. ყვე­ლამ იცო­და, რომ ვცეკ­ვავ­დი და შე­ღა­ვათს მი­წევ­დნენ. ამ დარ­გში არას­დროს მი­მუ­შა­ვია. კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი გავ­ხდი. მო­ცეკ­ვა­ვე ვი­ყა­ვი, ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი გავ­ხდი, მერე მწერ­ლო­ბა და­ვი­წყე და აგ­რო­ნო­მო­ბამ ცოტა გვერ­დზე გა­და­ი­წია.

- თქვენ იყა­ვით სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე. ალ­ბათ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რს ვარ­ჯი­შობ­დით...

- მარ­ტო მო­ცეკ­ვა­ვე არ ვყო­ფილ­ვარ. სა­ქარ­თვე­ლოს პრი­ზი­ო­რი ვარ წყლის თხი­ლა­მუ­რებ­ში, ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვი­ყა­ვი, ჩოგ­ბურ­თე­ლიც ვარ. შემ­დეგ ფო­ტო­ზე კარ­გად ჩანს, რო­გო­რი შე­დე­გი ჰქონ­და ჩემი სპორ­ტი­სად­მი სიყ­ვა­რულს...

- ვარ­ჯიშს ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევრ დროს უთ­მობთ...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ჩემი დილა იწყე­ბა აუზ­ზე წას­ვლით. თუ ზა­ფხუ­ლია, სა­ღა­მოს ავ­დი­ვარ თბი­ლი­სის ზღ­ვაზე და წყლის თხი­ლა­მურ­ზე ვდგა­ვარ, თუ არა­და გუ­და­ურ­ში ან ბა­კუ­რი­ან­ში ვარ და თხი­ლა­მუ­რე­ბით ვსრი­ა­ლებ.

- რამ­დე­ნი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი გყავთ?

- ორი შვი­ლი, ბექა და ჯაბა და ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. მე­სა­მე შვი­ლიც გვყავ­და. 14 წლის წინ ოთხ მე­გო­ბარ­თან ერ­თად სო­ფი­ა­ში წა­ვი­და და და­ი­კარ­გა. გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ვერც ერთი მე­გო­ბა­რი ვერ ვი­პო­ვეთ. სამ­წუ­ხა­როდ, არც ვიცი, ცო­ცხა­ლია, თუ მკვდა­რი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

myquiz