შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებაც სჯობდა საერთოდ არაფერი გცოდნოდათ! | Allnews.Ge

შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებაც სჯობდა საერთოდ არაფერი გცოდნოდათ!

თქვენ წინაშეა საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელთა შესახებაც ალბათ სჯობდა არ გცოდნოდათ, რადგან დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან უცნაურად გამოიყურება.

ექსპერიმენტი გვამებზე

2023091215241386669-1696070923.png

1830-იან წლებში ფრიად პატივცემული ბრიტანელი მოღვაწე, იმდროინდელი სერიოზული მეცნიერი და ქირურგი (ის გახლდათ ასევე ძველი ეგვიპტური მუმიების ექსპერტიც) თომას პეტიგრიუ, ცნობილი იყო იმით რომ კერძო წვეულებებს აწყობდა, სადაც სტუმრების წინაშე მუმიებს კვეთდა. ფართო საზოგადოების მიერ დაგმობის შემდეგ, ასეთი წვეულებები დაიხურა, თუმცა ადამიანები, რომლებიც მის მიერ გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ აღნიშნავდნენ რომ ყველაფერი უაღრესად საინტერესო იყო!

სასიკვდილო პომიდორი

2023091215214186669-1696070948.png

მე-17 საუკუნეში ინგლისში სჯეროდათ, რომ პომიდორი შხამიანი იყო და მას "ეშმაკის ვაშლებს" უწოდებდნენ. ეს კი იმით იყო გამოწვეული რომ თუნუქის თეფშებზე მათი არასწორად განათავსებდნენ.

სოლანინი (მცენარის შხამიანი გლიკოზიდი) მწვანე ფოთლოვან პომიდორში მეტალთან რეაგირებდა, რის შედეგადაც საკვებს ტოქსიკურად აქცევდა, რაც საბოოლო ჯამში მოწამვლას იწვევდა.

ჰენრი VIII-ს ცოლები

henry-viiis-wives-1696071026.jpg

მეფე ჰენრი VIII ინგლისის რეფორმაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გარდა, ასევე ცნობილი იყო ქორწინების უჩვეულო რაოდენობითაც, ინგლისის მეფის ანგარიშზე იყო ექვსი ცოლი, ორი განქორწინება და ორი სიკვდილით დასჯა ღალატისთვის!

ცისფერი თვალები

2023091215155686669-1696071060.jpg

ძველ საბერძნეთში მიიჩნევდნენ, რომ ქალღმერთებს ცისფერი თვალები ჰქონდათ. ბერძენმა ქალებმა ამ იდეალთან მიახლოებას უჩვეულო გზა მოიფიქრეს - ისინი სპილენძის სულფატს იყენებდნენ, რათა თვალებისთვის მოლურჯო ელფერი მიეცათ, თუმცა ამან მათ ჯანმრთელობაზე სავალალო შედეგი იქონია.

ელისაბედ I-ის ხასიათი

elizabeth-i-facts-4-1696071144.jpg

დედოფალ ელისაბედ I (1533-1604 წწ.)-ს ანდროგენული მგრძნობელობის სინდრომის გარდა, ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა! მისი ბიძაშვილი, რომელიც დედოფლის თანხმობის გარეშე დაქორწინდა, მისი ბრძანებით დააკავეს, დილეგში მან მრავალი წელი გაატარა. მისმა სხვა ბიძაშვილმაც იგივე ბედი გაიზიარა, რომელიც გისოსებს მიღმა იმქვეყნად გამგზავრებამდე დარჩა!

ლიბერია

2023091213575786669-1696071200.png

1800-იან წლებში შეერთებულ შტატებში თავისუფლებისთვის მებრძოლმა ფერადკანიანებმა მოაწყეს მოძრაობა გათავისუფლებული აფრიკელი მონების სამშობლოში დასაბრუნებლად, რამაც შემდგომში ლიბერიის სახელმწიფოს შექმნა გამოიწვია, თუმცა აფრიკაში ჩასვლისთანავე, ზოგიერთი დაბრუნებული ამერიკელი ფერადკანიანი თავადვე გახდა მონათმფლობელი.

"ცეკვის ეპიდემია"

2023091215055786669-1696071236.jpg

1518 წელს სტრასბურგში მოხდა უცნაური ინციდენტი სახელწოდებით "ცეკვის ეპიდემია". ყველაფერი კი ფრაუ ტროპერის სახელის მქონე ქალბატონით დაიწყო, რომელმაც მოულოდნელად ქუჩაში ცეკვა დაიწყო! მალე მას სხვა ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც ტკივილისა და დაღლილობის მიუხედავად, ბოლო ამოსუნთქვამდე ცეკვავდნენ! რა იყო ეს? ცხელება თუ დროებითი გონების დაბინდვა დღემდე საიდუმლოდ რჩება!

ოქრო საკვებში

2023091213313886669-1696071299.png

ძველ ჩინეთში ითვლებოდა რომ საკვებში ოქროს გამოყენება ადამიანს უკვდავებას ანიჭებდა, ამიტომ იმპერატორები ოქროს მტვრით შეზავებულ კერძებს მიირთმევდნენ.

წყარო

myquiz