იცოდით, რომ დედამიწაზე მე-8 კონტინენტიც იყო? - დაკარგული მიწა, რომელიც, დაახლოებით, 25 მილიონი წლის წინ, ოკეანის ქვეშ "გაქრა" | Allnews.Ge

იცოდით, რომ დედამიწაზე მე-8 კონტინენტიც იყო? - დაკარგული მიწა, რომელიც, დაახლოებით, 25 მილიონი წლის წინ, ოკეანის ქვეშ "გაქრა"

წყნა­რი ოკე­ა­ნის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე მი­წის შე­სა­ხებ ლე­გენ­დე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და. მაგ­რამ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ტე­რი­ტო­რია 375 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის მთლი­ა­ნად იყო ოკე­ა­ნე­ში ჩა­ძი­რუ­ლი, მკვლევ­რებს მისი პოვ­ნა უჭირ­დათ.

1642 წელს, ნი­დერ­ლან­დე­ლი მე­ზღვა­უ­რი აბელ ტას­მა­ნი ახა­ლი ზე­ლან­დი­ის სამ­ხრეთ კუნ­ძულს მი­ად­გა. მისი გე­მე­ბის გა­მო­ჩე­ნი­დან მე­ო­რე დღეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კა­ნო­ე­თი თავს და­ესხნენ მოგ­ზა­უ­რე­ბის პა­ტა­რა ნავს, სა­პა­სუ­ხოდ მე­ზღვა­უ­რებ­მა მათ ჭურ­ვე­ბი და­უ­ში­ნეს.

ezgifcom-webp-to-jpg-2023-09-29t154221505-56581-1696059936.jpg

ტას­მან­მა უც­ნობ მი­წას "Staten Landt“ უწო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნი­დერ­ლან­დელ­მა კარ­ტოგ­რა­ფებ­მა ამ სა­ხელ­წო­დე­ბის ლა­თი­ნუ­რი ვერ­სია გა­მო­ი­ყე­ნეს - Nova Zeelandia. (სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნელ­მა ზღვა­ო­სან­მა ჯე­იმს კუკ­მა ამ სა­ხე­ლის ინ­გლი­სუ­რი ვერ­სია New Zealand გა­მო­ი­ყე­ნა, რაც კუნ­ძუ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელ­წო­დე­ბად იქცა.)

სის­ხლი­ა­ნი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ აბელ ტას­მა­ნი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე სჯე­რო­და, რომ ახა­ლი კონ­ტი­ნენ­ტი აღ­მო­ჩე­ნა.

axali-zelandiaaa1-72654-1696059955.jpg

დღეს, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მკვლე­ვა­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ზო­გა­დად დე­და­მი­წას მარ­ტივ ერ­თე­უ­ლე­ბად ყო­ფენ, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად 7 კონ­ტი­ნენტს მო­ი­ცავს: ევ­რო­პას, აზი­ას, აფ­რი­კას, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კას, სამ­ხრეთ ამე­რი­კას, ავ­სტრა­ლი­ა­სა და ან­ტარ­ქტი­დას.

მაგ­რამ 2017 წელს მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მეც­ნი­ე­რებ­მა მი­ი­პყრეს, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ კონ­ტი­ნენ­ტე­ბის სი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ეყ­ვა­ნათ ახა­ლი ზე­ლან­დია - დიდი ხნის და­კარ­გუ­ლი მიწა ავ­სტრა­ლი­ის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, სხვაგ­ვა­რად ცნო­ბი­ლია, რო­გორც პლა­ნე­ტის მი­ვი­წყე­ბუ­ლი "მე-8 კონ­ტი­ნენ­ტი". იხილეთ სრულად

myquiz