იცით, რატომ იყო ძველ კორპუსებში ფანჯარა საპირფარეშოსა და სამზარეულოს შორის?
ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი სახლები ნამდვილად გამორჩეული და შეიძლება ითქვას, უცნაურიც კი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან უცნაურობა იმ დროს ნორმად აღიქმებოდა.
სადარბაზოების ფერთა გამა
ომის შემდგომ აშენებულ მრავალსართულიან სახლებში სადარბაზოების შესაღებად ორი ფერი გამოიყენებოდა. ზედა ნაწილი თეთრი გახლდათ, ქვედა ნაწილის ორი ძირითადი ფერი კი მწვანე ან ცისფერი იყო. რამ განაპირობა ეს ორი არჩევანი? ეს აიხსნებოდა საღებავის ეკონომიით. ქვეყანაში გადაჭარბებით მხოლოდ ორი ფერის საღებავი იწარმოებოდა. ცისფრად იღებებოდა სამხედრო ტექნიკა, მწვანედ კი სოფლის მეურნეობის მოწყობილობები და სატვირთო ავტომობილები.კიდევ ერთ მიზეზი გახლდათ პრაქტიკულობა. სახლები დაჩქარებული ტემპით შენდებოდა, ცისფერი და მწვანე კი, მკვეთრი ფერებია, რომლებიც კარად მალავდა სამშენებლო დეფექტებს.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სახანძრო უსაფრთხოება იყო. ხანძრის შემთხვევაში მკვეთრი ფერი კორპუსის მაცხოვრებლებს დაკვამლიანებული სადარბაზოდან გასვლის დროს ორიენტაციაში ეხმარებოდა.
სახლში შესასვლელი კარი შიგნით იღებოდა
მაშინდელ ქვეყანაში არსებობდა სამშენებლო ნორმები, თანაც ძალიან მკაცრი, რომელიც მშენებლებს აუცილებლად უნდა დაეცვათ. ერთ-ერთი ასეთი ნორმის თანახმად, სახლის კარი შიგნით უნდა გაღებულიყო და ამის ერთ-ერთი მთავარი ახსნა გახლდათ სადარბაზოს კიბის უჯრედისის მცირე გაბარიტები.
ფანჯარა საპირფარეშოსა და სამზარეულოს შორის
საბჭოთა კავშირის არქიტექტორის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ატრიბუტი ეს ფანჯარა გახლდათ. ზოგ შემთხვევაში, თუ სახლში ორი სველი წერტილი იყო, ეს ფანჯარა ორი იყო. ამ ფანჯარას რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა. პირველი - ეს უსაფრთხოების საშუალება გახლდათ. საპირფარეშო იყო საკმაოდ პატარა, კარი შიგნიდან იღებოდა და კარის ჩაკეტვის შემთხვევაში ფანჯრის ჩამსხვრევა ყველაზე მარტივი გამოსავალი გახლდათ.
ფანჯრის კიდევ ერთი დანიშნულება გახლდათ ის, რომ ის საპირფარეშოსთვის განათების დამატებთ წყარო იყო, საიდანაც სინათლე შედიოდა.ასევე არქიტექტორები ცდილობდნენ, რომ იმ დროინდელი სველი წერტილი დაეცვათ ბაქტერიებისა და სოკოსაგან და ფანჯრის მეშვეობით მას გამოშრობის საშუალებას აძლევდნენ.
კიბეები
რაც შეეხება კიბეებს, კიბეები კორპუსებში მხოლოდ კიდეებში იღებებოდა. ეს გადაწყვეტილება სადარბაზოს დალაგების გამარტივების მიზნით აიხსნებოდა. კიბის კიდეებში ბევრად მეტი ჭუჭყი გროვდება და პრიალა ზედაპირის წყალობით კიბის ამ ნაწილის დასუფთავება ბევრად მარტივი იყო. იხილეთ სრულად