რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ბრილიანტები? | Allnews.Ge

რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ბრილიანტები?

ერთ-ერთი უიშვიათესი მინერალი არის ბრილიანტი, რომელიც ახლა თითქმის ყველა კონტინენტზე მოიპოვება, გარდა ანტარქტიდისა. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს 100 მილიონიდან 1, 5 მილიარდ წლამდე.

დამუშავებულ ალმასს ბრილიანტი ჰქვია. თუ ის უნაკლოა, მაშინ მას უწოდებენ "სუფთა ბრილიანტს". ყველა ბრილიანტი ძვირადღირებულია, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომელთა ღირებულებაც კოლოსალურია:

1. პატარა უფლისწული- 40 000 000 აშშ. დოლარი

2023091515002289693-1694860612.jpg

პატარა უფლისწული იწონის 34, 65 კარატს. ეს ვარდისფერი ბრილიანტი იპოვეს ინდოეთის სამხრეთით, გოლკონდას ტერიტორიაზე.

მისი მფლობელი იყო ნიზამ ასაფ ჯაჰ I. ის თაობიდან თაობაში გადადიოდა სხვა საგანძურებთან ერთად, სანამ არ მოვიდა ასაფ ჯაჰ VII-მდე, ჰაიდერაბადის უკანასკნელ ნიზამში. 1937 წელს ეს ადამიანი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ჰყავდა ბევრი ცოლი და ხარჭა, რომლებმაც 149 შვილი აჩუქეს. როდესაც ინდოეთი განთავისუფლდა, ნიზამმა გადასცა თავისი ძალაუფლება და წავიდა ბომბეიში. მისი საგანძური კი აუქციონზე გაიყიდა.

ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე 1960 წელს აღმოჩნდა. ის ცნობილი საიუველირო სახლის თანამფლობელმა ჟაკ არპელსმა იყიდა. ამის საპატივცემულოდ პარიზში მოეწყო მიღება და წვეულებაზე მიიღო სახელი "პატარა უფლისწული".

შემდეგ ბრილიანტი ანონიმურ პირს გაურკვეველ თანხად მიჰყიდეს. მაგრამ 2013 წელს (კრისტის აუქციონზე) ის 39, 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს რეკორდია აშშ-სთვის.

2. ვარდისფერი გრაფი- 46 000 000 აშშ. დოლარი

2023091515040189693-1694860625.jpg

ის იწონის 24, 78 კარატს, მაგრამ ღირებულია ღრმა ვარდისფერი ფერის გამო. ჯერჯერობით უცნობია სად იპოვეს და როდის მოხდა ეს. მასზე პირველად 1950-იან წლებში ისაუბრეს, როდესაც იუველირმა ჰარი უინსონმა ის კერძო კოლექციონერს მიჰყიდა. ეს იყო უნიკალური ქვა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მას არავითარი სახელი არ ჰქონდა. 2010 წელს ის Sotheby's -ს აუქციონზე გაიტანეს, სადაც მისი საწყისი ფასი 27-38 მილიონი დოლარი იყო. ის ლოურენს გრაფმა ტელეფონით იყიდა, გადაიხადა $46, 158, 674. სახელიც თავად დაარქვა და მას "ვარდისფერი გრაფი" უწოდა. გრაფმა ქვა თავის მჭრელებთან მიიტანა, რათა ფერი და ხარისხი გაეუმჯობესებინათ. ის შეამცირეს 23, 88 კარატამდე.

3. ცისფერი მთვარე- 48 000 000 აშშ დოლარი

2023091515054189693-1694860636.jpg

ეს არის ცისფერი ბრილიანტი, რომელიც მხოლოდ 12, 03 კარატს იწონის. მას აქვს უნიკალური ფერი და გამჭვირვალობა. ბრილიანტი (29, 6 კარატი) სამხრეთ აფრიკაში 2014 წელს იპოვეს. 2015 წელს ქვა Sotheby's-ზე აუქციონზე გაიყიდა და მან მიიღო სახელი "ცისფერი მთვარე". იქ შეძლეს მისი გაყიდვა 48, 4 მილიონ დოლარად. მფლობელი გახდა ბიზნესმენი ჰონგ კონგიდან. ჯოზეფ ლაუმ ის იყიდა თავისი 7 წლის ქალიშვილ ჯოზეფინისთვის.

4. ვიტელსბახი- 24 000 000 აშშ. დოლარი

2023091515103089693-1694860648.jpg

მას ეწოდა მეფეთა ბრილიანტი, რადგან... 300 წლის განმავლობაში ის ერთი მეფედან მეორეზე გადადიოდა, სანამ სამეფო ვიტელსბახის დინასტია არ დაეპატრონა. არავინ იცის საიდან გაჩნდა ეს ქვა, რადგან პირველი ცნობები მის შესახებ მე-17 საუკუნით თარიღდება. არსებობს ვარაუდი, რომ ის ინდოეთიდან არის ჩამოტანილი. 1722 წლიდან იგი ითვლებოდა ვიტელსბახის ბავარიის სამეფო სახლის საოჯახო სამკაულად, სანამ ლუდვიგ III 1918 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა ტახტი. ბავარია რესპუბლიკა გახდა, მეფის ქონება კი სპეციალურ ფონდს გადაეცა. მემკვიდრეებს ფული გადაუხადეს, მაგრამ ინფლაციის გამო ყველა "დაიწვა". სახელმწიფომ გაყიდა სამკაულები, მათ შორის ვიტელსბახის ბრილიანტი (35, 56 კარატი). 1931 წელს ის გამოჩნდა კრისტის აუქციონზე, სადაც ის იყიდა ვინმე ტორპმა 56 ათას ფუნტად. მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ფასი აუქციონის ორგანიზატორებს არ მოეწონათ და საბოლოოდ ბრილიანტი არ გაყიდეს. თავად ბრილიანტი გაქრა და დარჩა მხოლოდ მისი ასლი. მოგვიანებით ის შემთხვევით აღმოაჩინა იუველირმა 1962 წელს. ის კიდევ ერთხელ გამოჩნდა 2008 წელს, როდესაც Christie's-ს აუქციონმა კვლავ გაიტანა გასაყიდად ბრილიანტი ასევე იყიდა ცნობილმა იუველირმა ლოურენს გრაფმა 24 311 190 დოლარად.

5. ვარდისფერი ვარსკვლავი- 71 000 000 აშშ. დოლარი

2023091515132889693-1694860661.jpg

ვარდისფერი ვარსკვლავი 1999 წელს იპოვეს. ალმასი იწონიდა 132, 5 კარატს. მისი გმოკვეთა საკუთარ თავზე აიღო Steinmetz Diamonds-მა, და ამაზე 2 წელი დასჭირდათ. გამოჩნდა 59, 6 კარატიანი ქვა, ოვალური ფორმის. 2013 წელს აუქციონზე გაიტანეს 83 მილიონ დოლარად, მაგრამ გარიგება ვერ შედგა. საბოლოოდ საიუველირო მაღაზიათა ქსელმა Chow Tai Fook Jewellery Group-მა მასში $71 მილიონზე მეტი გადაიხადა. იხილეთ სრულად

myquiz