"ყველა წუწუნებს უსახსრობის გამო, მაგრამ არავინ უჩივის ჭკუის ნაკლებობას" - მახვილგონივრული ებრაული ანდაზები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
ებრაელთა გამჭრიახი გონების შესახებ ყველასთავის ცნობილია. მათი მახვილგონივრული ანდაზები და გამონათქვამები ხელს უწყობს ამ სამყაროს სიბრძნის უკეთ გაგებას:
- თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ფულით, ეს არ არის პრობლემა - ეს ხარჯია.
- ღმერთმა ადამიანს მისცა ორი ყური და ერთი პირი, რათა მეტი მოისმინოს და ნაკლები ისაუბროს.
- ღვინო შემოვიდა, საიდუმლო გამოვიდა.
- ნუ იქნები ტკბილი – თორემ შეგჭამენ. ნუ იქნები მწარე, თორემ გამოგაფურთხებენ.
- გეშინოდეს თხის წინ ყოფნის, ცხენის უკან და სულელის ყველა მხრიდან.
- ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს.
- ადამიანმა ცნობისმოყვარეობისთვის მაინც უნდა იცხოვროს.
- ქველმოქმედება რომ არაფერი ღირდეს, ყველა ქველმოქმედი იქნებოდა.
- კარგად გაჩუმება უფრო რთულია, ვიდრე კარგად ლაპარაკი.
- ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმას სახლში შემოყავხართ და ცუდი ცოლი გარეთ გიშვებთ.
- რაც არ უნდა ტკბილი იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ მოამზადებ.
- ყველა წუწუნებს უსახსრობის გამო, მაგრამ არავინ უჩივის ჭკუის ნაკლებობას.
- სჯობს სიცილით მოკვდე, ვიდრე შიშით.
- ჭაღარა თმა სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის.
- დაბერებისას ადამიანი უარესად ხედავს, მაგრამ უფრო მეტს.