Lacoste- როგორია ჯიუტი ჩოგბურთელის მიერ დაფუძნებული ბრენდის ისტორია? | Allnews.Ge

Lacoste- როგორია ჯიუტი ჩოგბურთელის მიერ დაფუძნებული ბრენდის ისტორია?

საკულტო ფრანგული მოდის ბრენდი Lacoste, რომელიც 1933 წელს ჩოგბურთის ლეგენდის რენე ლაკოსტისა და ანდრე ჟილიეს მიერ დაარსდა, დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ ბრენდად ითვლება.

Lacoste აგრძელებს აუდიტორიის მოხიბვლას დახვეწილი, ინოვაციური და სპორტული სტილის შერწყმით.

საინტერესოა, როგორია ჩოგბურთის კორტზე წარმოშობილი ბრენდის ისტორია?

2-1694152604-1694257710.jpg

რენე ლაკოსტი

რენე ლაკოსტი, Lacoste დამფუძნებელი, ცნობილი ჩოგბურთელი და ნამდვილი პიონერია მოდის სამყაროში.

1904 წელს საფრანგეთში დაბადებულმა ლაკოსტიმ მცირე ასაკიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული ნიჭი და გატაცება ჩოგბურთის მიმართ. მისი მეტსახელი „ნიანგი" იყო, რომელიც მოგვიანებით ბრენდის სინონიმი გახდა.

ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც ლაკოსტიმ ფსონი დადო თავისი გუნდის კაპიტანთან, რომ თუ მოიგებდა თავის მომავალ მატჩს, მიიღებდა ნიანგის ტყავის ჩემოდანს, რომელის ერთ-ერთ მაღაზიაში ნახა და აღფრთოვანებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან თამაში წააგო, მისმა მიზანდასახულობამ მიიპყრო ამერიკული პრესის ყურადღება და მას „ნიანგი" უწოდა. ლაკოსტი ცდილობდა შეექმნა ბრენდი, რომელიც განასახიერებდა ნიანგთან დაკავშირებულ გამძლეობასა და სტილს.

თავისი წამოწყება ლაკოსტმა ცნობილი ფრანგული კომპანიის მფლობელ ანდრე ჟილიესთან ერთად წამოიწყო. მათი მისია იყო დაეპროექტებინათ სპორტული ტანსაცმელი, რომელიც აერთიანებდა ფუნქციონალურ დახვეწილ ესთეტიკას და აკმაყოფილებდა სპორტსმენების საჭიროებებს.

რევოლუცია სპორტულ ტანსაცმელში

1933 წელს ლაკოსტიმ და ჟილიემ წარმოადგინეს თავიანთი რევოლუციური ქმნილება - Lacoste პოლო პერანგი. სამოსი დამზადებული იყო ბამბისგან და გამოირჩეოდა უნიკალური საყელოთი. პოლოს მაისურის დიზაინი ჩოგბურთის კორტზე ნამდვილი ფუფუნება იყო. იხილეთ სრულად

myquiz