როგორ იცვლებოდა ქალის საცურაო კოსტიუმები 100 წლის განმავლობაში? | Allnews.Ge

როგორ იცვლებოდა ქალის საცურაო კოსტიუმები 100 წლის განმავლობაში?

მოდის ისტორია-მუდამ იყო განხილვის საგანი და დღემდე საინტერესო თემად ითვლება როცა განიხილება მივიწყებული მოდის ისტორია.

ვფიქრობ მკითხველისათვის მუდამ საინტერესოა თუ როგორ იცვლებოდა მოდის ტენდეციები დროის ცვლილებების შესაბამისად, როგორ იცვლებოდა ტანსაცმლის დიზაინი, ფერები და ასე შემდეგ.

ამ სტატიაში საუბარი იქნება ქალების საცურაო კოსტიუმის ცვლილებებზე საუკუნის მანძილზე, დღეს სასაცილოდ მოგეჩვენებათ ის საცურაო კოსტიუმები რასაც ქალები ათწლეულების წინ იცვამდნენ.

მაშ ასე წარმოგიდგენთ ქალების საცურაო კოსტიუმების ცვლილებებს 1910 წლიდან 2010 წლამდე, თავად დაინახავთ თუ რამხელა ცვლილებები განიცადა ქალთა საცურაო კოსტიუმებმა ამ წლების განმავლობაში.

1910 წელი, 1913 წელს კარლლ იანცენმა გამოიგონა ონწაილიანი საცურაო კოსტიუმი ქალებისათვის რომელსაც წინდები და ქუდიც ახლდა თან.

2023090418130310110-1694162922.jpg

1920 წელი, საცურაო კოსტიუმების სიგრძე დამოკლდა და სხეულზე შემოტმასნილი გახდა, რამაც კომფორტულად ცურვას შეუწყო ხელი.

2023090418144710110-1694162935.jpg

1930 წელი. საცურაო კოსტიუმები გახდა უფრო თავისუფალი, ქალებს საშუალება მიეცათ უფრო მეტად გამოეჩინათ სხეული. საცურაო კოსტიუმების წარმოებაში დაიწყეს ლატექსის გამოყენება.

იხილეთ: ვინ არის Top-10 ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში?

2023090418165310110-1694162948.jpg

1940 წელი. ფრანგმა ინჟინერმა და დიზაინერმა ლუი რეარმა წარმოადგინა პირველად ბიკინი, თუმცა მისი ღია ფორმების გამო ბევრ ქვეყანაში აიკრძალა.

2023090418195110110-1694163009.jpg

1950 წელი. ბიკინი პოპულარული განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა რაც ბრიჯით ბარდომ კანის კინოფესტივალზე, სანაპიროზე ბიკინებით გადაიღო სურათები.

2023090418225910110-1694163020.jpg

1960 წელი. 60-იან წლებში ბიკინი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, განსაკუთრებით კი ამერიკაში. ბიკინებს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ურსულა ანდერსმა ცნობილ ფილმში მონაწილეობით.

იხილეთ: მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე სიმპათიური მამაკაცები?

2023090418271810110-1694163083.jpg

1970 წელი. სწორედ ამ წელს გამოჩნდა პირველად ბიკინი, რომელსაც დღეს სტრინგის სახელით ვიცნობთ.

2023090418284110110-1694163098.jpg

1980 წელი. ამ წელს ბიკინის წელმა უფრო ზევით აიწია თეძოებზე.

2023090418295110110-1694163111.jpg

1990 წელი. ამ წელს გამოჩნდა ეგრეთ წოდებული "ტანკინი", მაისური მოკლე ტრუსებთან ერთად.

2023090418314310110-1694163150.jpg

2000 წელი, ტრუსები ჩაანაცვლა ფერადმა შორტებმა, რომელმაც ფართო პოპულარობა მოიპოვა მალევე მოხერხებულობის გამო.

2023090418341410110-1694163162.jpg

2010 წელს დიზაინერებმა დაიწყეს განსხვავებული დიზაინის საცურაო კოსტიუმების შეკერვა, რომელიც მოუხდებოდა განსხვავებული წონის და სხეულის ფორმის მქონე ქალებს.

15190354-0-image-a-4-1561389964121-1694163342.jpg

ბოლო წლებში ასეთი საცურაო კოსტიუმები გახდა პოპულარული.

c3b83b5c4fb8fea5a22993742f-1694163286.jpg

იხილეთ: როგორ იცვლებოდა მამაკაცის სილამაზის სტანდარტები საუკუნის მანძილზე?

წყარო

myquiz