"ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების რძალი "ოტიას ეზოდან" | Allnews.Ge

"ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების რძალი "ოტიას ეზოდან"

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს. ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა, თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გო­გო­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ იმი­ჯით და­ო­ჯა­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით, ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა.

წყვი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­სახ­ლდა წყალ­ტუ­ბო­ში, მწერ­ლის კარ-მი­და­მო­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. თა­ვი­დან ნუცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დით "ოტი­ას ეზო­თი“ გა­იც­ნო, სა­ი­და­ნაც მუ­დამ მომ­ღი­მა­რი მან­დი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა გა­მომ­წე­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უზი­ა­რებ­და.

მალე მიხ­ვდა, რომ პი­რა­დი სივ­რცეც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახა­ლი გვერ­დი "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, სა­დაც უკვე ასი ათას­ზე მეტი "მეგ­ზუ­რი“ ჰყავს. ასე ეძა­ხის ნუცა თა­ვის გა­მომ­წე­რებს, რო­მელ­თაც ბოლო ორი თვეა შეც­ვლილ როლ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა. ოტი­ას და ნუ­ცას ოთხი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი შვი­ლი, დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ...

blobid0-38233-1693984639.jpg

- ნუცა, ოთხწ­ლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, ორი თვის წინ ნა­ნატ­რი შვი­ლის დედა გახ­დით...

- მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა მაქვს სამ­ყა­როს მი­მართ. ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლა. თან პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, არა­ვის ეცა­ლა ანა­ლი­ზე­ბის­თვის, კლი­ნი­კე­ბი და­კე­ტი­ლი იყო. ბევ­რს ვცდი­ლობ­დით, იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც, არც ტა­ძა­რი დაგ­ვი­ტო­ვე­ბია და არც მე­დი­ცი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი.

ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ყვე­ლა ქალს ვე­ტყვი, ვინც ამ გზას გა­დის, რომ მთა­ვა­რია არ და­ნებ­დნენ ოდეს­ღაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუდ სიზ­მრად გა­ახ­სენ­დე­ბათ. მე და ოტი­ამ თუ სად­მე მად­ლი­ა­ნი ად­გი­ლი ვი­ცო­დით, ვცდი­ლობ­დით წავ­სუ­ლი­ყა­ვით და მოგ­ვე­ლო­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, რა თქმა უნდა, ვმკურ­ნა­ლობ­დით.

- და­ჩის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ რო­გო­რია ახლა თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- არა­სო­დეს ვწუ­წუ­ნებ, ვცდი­ლობ, ნე­ბის­მი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ღირ­სე­უ­ლად მი­ვი­ღო. რო­დე­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი გაქვს, რომ ძილი გა­გი­ტყდე­ბა, დი­ლას ადრე ად­გო­მა მო­გი­წევს, ამ ყვე­ლა­ფერს თუ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე­ბი, შოკ­შიც აღარ ხარ.

დაჩი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, პირ­ვე­ლად მარ­ტო რომ დავ­ტო­ვე. სა­ერ­თოდ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ამ დროს დე­დის ფსი­ქო­ლო­გი­აა, გგო­ნია, რომ შენს გა­რე­შე შვილს რამე და­უ­შავ­დე­ბა, ისე ვერ აჭ­მე­ვენ, ვერ მი­ხე­და­ვენ, არა­და, ძა­ლი­ან კარ­გა­დაც მი­ხე­და­ვენ. მეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა - დე­დამ­თი­ლი, მა­მამ­თი­ლი, ჩემი დები, დედა... სამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სია არ მქო­ნია. ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე ლაქ­ტა­ცია იყო, ორი კვი­რა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და... ოტი­აც ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლია, და­ჩიც ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს მა­მას­თან თავს. იხილეთ სრულად

myquiz